პარასკევი, 29.03.2024, 01:01

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2011 » იანვარი » 28 » რას უკრძალავს ვარსკვლავებს კონტრაქტები?
13:06
რას უკრძალავს ვარსკვლავებს კონტრაქტები?

ვარსკვლავები საკუთარ თავს უარს არაფერზე ეუბნებიან, მაგრამ როდესაც მეტი ფულის გამომუშავება სურთ, იძულებულნი არიან მსხვერპლი გაიღონ, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ამას მათგან მკაცრი კონტრაქტი მოითხოვს.

შარლიზ ტერონს სასამართლოში მას შემდეგ უჩივლეს, რაც ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე Dior-ის საათით გამოცხადდა, ამ დროს კი მას სარეკლამო კონტრაქტი კომპანია Raymond Weil-თან ჰქონდა გაფორმებული. მსახიობმა ადრეც დაარღვია სარეკლამო კონტრაქტი, როდესაც საქველმოქმედო აქციაზე სხვა ბრენდის ყელსაბამით მივიდა.

დევიდ ბექჰემს ფეხბურთის კლუბ "ლოს-ანჯელეს გალაქსის" დაზღვევის პირობების თანახმად, საკუთარი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნა ეკრძალება. ეს კი იმას იშნავს, რომ მან ექსტრემალური სპორტის ყველა სახეობაზე უარი უნდა თქვას, თუმცა სპორტსმენი ზოგჯერ მკაცრ წესებს არღვევს. მაგალითად, ერთხელ ახალ ზელანდიაში ვიზიტის დროს ის სიმაღლიდან რეზინის თოკით გადმოხტა, რის შემდეგაც კინაღამ ჯარიმა გამოუწერეს.

სკანდალი ბიონსეს გარშემოც აგორდა, როდესაც მომღერალი True Star от Tommy Hilfiger-ს სუნამოს სახე გახდა. კონტრაქტის გაფორმებისას მას დაავიწყდა ეთქვა, რომ ალერგიულია. ამის გამო ბიონსემ სუნამოს პრომო-აქციებში მონაწილეობა ვერ შეძლო.

კეიტ მოსი Chanel-თან გაფორმებული სარეკლამო კონტრაქტის შემდეგ, სოლიდური ჰონორარების მიუხედავად, საკუთარი ცხოვრების წესის შეცვლაზე არც კი ფიქრობდა. მოდელი და დიზაინერი სუნამო Coco Madamoiselle-ს სარეკლამო სახე იყო, თუმცა ნარკოტიკებთან დაკავშირებული სკანდალის გამო კომპანიამ მოდელთან კონტრაქტი შეწყვიტა.

ევა ლონგორიას "სასოწარკვეთილი დიასახლისების" გადაღების პერიოდში დაფეხმძიმება არ შეუძლია, თუმცა ის შვილზე ოცნებობს. მის ყოფილ მეუღლეს, კალათბურთელ ტონი პარკერს კი, NBA-სთან დადებული კონტრაქტის თანახმად, მებაღეობა და საშინაო მეურნეობა ეკრძალება, რათა ხელები არ დაიზიანოს.

კამერონ დიასს, რომელიც "შრეკი 4"-ის გახმოვანებაში მონაწილეობდა, კინოსტუდია Dreamworks-ის ხელმძღვანელობამ Twitter-თა და Facebook-ით სარგებლობა აუკრძალა. პროდუსერებს ეშინიათ, რომ ვარსკვლავების "წყალობით", რომლებსაც საკუთარი სამუშაოს შესახებ ბლოგებში საუბარი ძალიან უყვართ, მულტფილმის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში დროზე ადრე გავრცელდება.

ბრიტნის სპირსი, რომელიც 2002 წელს Pepsi-ის სახე გახდა და სარეკლამო კონტრაქტის სანაცვლოდ 7,5 მლნ დოლარი მიიღო, კონტრაქტის გაფორმების შემდეგ სკანდალში გაეხვა. სინამდვილეში ბრიტნი Coca-Cola-ს ანიჭებდა უპირატესობას. სკანდალის მიზეზიც ის გახდა, რომ მომღერალი პაპარაცებმა Coca-Cola-ს ბოთლით ხელში გადაიღეს.

კატეგორია: სხვა | ნანახია: 811 | დაამატა: marika_:):):)
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]