ორშაბათი, 29.05.2017, 22:00

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2011 » მარტი » 4 » რიანა უიტნი ჰიუსტონის როლს ითამაშებს
12:13
რიანა უიტნი ჰიუსტონის როლს ითამაშებს

გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალ რიანას "პირადი მცველის" რიმეიქში გადაიღებენ. ფილმზე მუშაობა ჰოლივუდში უკვე დაიწყეს.

ფილმის შემქმნელები რიანას ჰიუსტონის ყველაზე რეალურ შემცვლელად მიიჩნევენ. მათი მიზანი უიტნის თანამედროვე ვარიანტის პოვნაა.

ფილმის ახალ ვერსიაში კოსტნერის გმირი ერაყის ომის ვეტერანს ითამაშებს, რომელიც აღმოაჩენს რომ სოციალური ქსელები "ფეისბუქი" და "ტვიტერი" საქმეს საგრძნობლად ურთულებს, რადგან ინტერნეტის მეშვეობით ვარსკვლავის ცხოვრებაზე ინფორმაციის მოპოვება გამარტივდა.

მსახიობთა შესარჩევ ქასტინგზე მაილი საირუსი და ტაილორ სვიფტიც მიიღებენ მონაწილეობას.

უიტნი ჰიუსტონის გმირის რეიჩელ მარონის როლზე ქასტინგი მადონამ და ჯანეტ ჯექსონმა უკვე გაიარეს, მაგრამ ამაოდ.

კატეგორია: სხვა | ნანახია: 120 | დაამატა: marika_:):):)
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]