ორშაბათი, 20.11.2017, 22:14

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2010 » აგვისტო » 19 » რობერტ პატისონი
15:55
რობერტ პატისონი


რობერტ ტომას პეტისონი დაიბადა 13 მაისს 1986 წელს ლონდონში, ინგლისში.
მაყურებლებისთვის ცნობილია პირველ რიგში, როგორც სედრიკ დიგორის როლის
შემსრულებელი ფილმში 'ჰარი პოტერი და ცეცხლის თასი' და ედვარდ კალენის
როლით ბლოკბასტერში 'ბინდი', რომელიც სტეფანი მაიერის ერთსახელოვანი
რომანის მიხედვით გადაიღეს.
რობერტის სამსახიობო კარიერა დაიწყო
სამოყვარულო თეატრში მიხლოვებით 15 წლის ასაკში. შემდეგ მან მიიღო მოწვევა
Barnes Theatre Club–ში, სადაც თამაშბდა ისეთ დადგმებში, როგორ «Macbeth»,
«Anything Goes» და «Tess of the D’Urbevilles». რობერტისთვის პირველი
გამოცდილება კინოში გახდა მეორე პლანის როლი ფილმში "ნიბელუნგების
ბეჭედი"(2004). იმავე 2004 წელს მან მონაწილეობა მიიღო ფილმში "Vanity
Fair", თუმცა მისი მონაწილეობით სცენები მოგვიანობით ამოჭრეს და მხოლოდ DVD
– ვერსიებში დატოვეს.
2005 წლის ბოლოს პეტისონმა შეასრულა სერდიკ
დიგორის როლი ფილმში "ჰარი პიტერი და ცეცხლის თასი". ამ როლის შემდეგ
ბრიტანულმა პრესამ მას უწოდა "ხვალინდელი დღის ბრიტანული ვარსკვლავი".
არაერთხელ რობერტს შემდეგ ჯუდ ლოუს უწოდებდნენ და მისი კანდიდატურა
შეჰქონდათ სიაში The Coterie როგორც წრის პატივცემული წევრის.
რობერტი
ცნობილია არამარტო როგორც მსახიობი, არამედ როგორც არანაკლებ წარმატებული
მოდელი. ის მონაწილეობდა Hackett’s–ის სარეკლამო კომპანიაში.
11
სექტემბერს 2007 წელს Summit Entertainment–მა განაცხადა, რომ პეტისონი
შეასრულებს ედვარდ კალენილს როლს ახალ ფილმში "ბინდი", სტეფანი მაიერის
ბესტსელერზე დაფუძნებული, ერთსახელოვან რომანზე ადამიანებზე და ვამპირებზე.
ახალგაზრდა ვეგეტარიანელი–ვამპირის როლის შემდეგ, რომელსაც უბრალო
მოკვდავი გოგონა შეუყვარდა, პეტისონი ცნობილი მსახიობი გახდა.
რობერტი გატაცებულია სპორტით და გიტარაზე უკრავს და სინტეზატორზე ჯგუფში «Bad Girls».<

კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 1032 | დაამატა: Lady_Gaga_N1_Fun
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]