სამშაბათი, 25.07.2017, 07:37

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 19 » სანდრა ბალოკმა ქმარს ღალატი აპატია
16:54
სანდრა ბალოკმა ქმარს ღალატი აპატია

ამერიკული ტაბლოიდის ინფორმაციით, თავის მოღალატე ქმართან შერიგებას ფიქრობს.

გავრცელებული ხმებით, ოსკაროსანმა მსახიობმა განქორწინებასთან დაკავშირებით საკუთარი გეგმები მას შემდეგ შეცვალა, რაც თავის მეუღლეს ჯესი ჯეიმსს ღალატი აპატია. ჯეიმსი ბალოკს არაერთხელ ღალატობდა სხვადასხვა ქალთან.

"The National Enquirer" ამტკიცებს, რომ ბალოკი ჯეიმსთან დაბრუნებაზე ფიქრობს. ამ გადაწყვეტილებამდე ბალოკი ახალ ორლეანეში, ნაშვილებ ვაჟ ლუისთან ერთად ყოფნის დროს მივიდა.

ბალოკმა განქორწინების მოთხოვნით სასამართლოს 23 აპრილს მიმართა, მაგრამ ახლა შექმნილ ვითარებაზე კიდევ ერთხელ დაფიქრდა და უკვე განქორწინების პროცესს აჭიანურებს.

კატეგორია: ჭორები | ნანახია: 160 | დაამატა: Smileyz_xato
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]