სამშაბათი, 22.08.2017, 14:11

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2012 » თებერვალი » 10 » შვარცენეგერი და სტალონე ერთ პალატაში მოხვდნენ
18:02
შვარცენეგერი და სტალონე ერთ პალატაში მოხვდნენ

ჰოლივუდის ორი მსახიობი, სილვესტერ სტალონე და არნოლდ შვარცენეგერი გადაღებების დროს მიღებული ტრავმების შედეგად, საავადმყოფოში ერთად აღმოჩდნენ.

არნოლდმა Twitter-ში ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც მსახიობები საავადმყოფოს საწოლებზე ერთმანეთის გვერდიგვერდ წვანან და იღიმებიან.

"ფილმების, "შეუკავებლები 2"-სა და "ბოლო ბრძოლის" გადაღებებზე კასკადიორული ილეთების შემდეგ, ჯანმრთელობაზე ზრუნვის დროც დადგა. შეხედეთ, ვინ ელოდება ჩემს შემდეგ ოპერაციას", - დაწერა შვარცენეგერმა საკუთარ მიკრობლოგზე.

"ტერმინატორმა" მკითხველებს განუცხადა, რომ ის და სტალონე სამედიცინო ჩარევის შემდეგ, თავს განახლებულად იგრძნობენ და ერთად შეუდგებიან ფილმ "აკლდამის" გადაღებას.
კატეგორია: სხვა | ნანახია: 505 | დაამატა: marika_:):):)
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]