”სოციალურმა ქსელმა” ”ოქროს გლობუსის” ოთხ ნომინაციაში გაიმარჯვა - 19 იანვარს 2011 - all about celebrities

ოთხშაბათი, 29.03.2017, 10:24

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2011 » იანვარი » 19 » ”სოციალურმა ქსელმა” ”ოქროს გლობუსის” ოთხ ნომინაციაში გაიმარჯვა
13:18
”სოციალურმა ქსელმა” ”ოქროს გლობუსის” ოთხ ნომინაციაში გაიმარჯვა

17 იანვარს ბევერლი ჰილზზე ”ოქროს გლობუსის” დაჯილდოების 68-ე ცერემონია გაიმართა.

ცერემონიის ორგანიზატორის, ”ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის” ვერსიით, წლის საუკეთესო ფილმი დრამატულ ჟანრში დევიდ ფინჩერის ”სოციალური ქსელი ” (Social Network) გახდა. ამ ნომინაციაში ფილმის კონკურენტები იყვნენ ”მეფის სიტყვა” (The King's Speech); შავი გედი” (Black Swan) ; ”დასაწყისი” (Inception) და ”მებრძოლი ” (The Fighter).

გარდა ამისა, ფინჩერმა ჯილდო მიიღო საუკეთესო რეჟისურისთვის. ”ოქროს გლობუსით” დაჯილდოვდა ფილმის სცენარისტიც აარონ სორკინი და საუნდრტეკების შემქმნელი ტრენტ რეზნორი.

”ოქროს გლობუსი” დრამატულ ჟანრში საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში ნატალი პორტმანმა მიიღო ფილმ ”შავ გედში ” შესრულებული როლისთვის. საუკეთესო დრამატული მსახიობი მამაკაცი კოლინ ფერსი(Colin Firth) გახდა. მან ჯილდო ფილმისთვის ”მეფის სიტყვა” მიიღო.

წლის საუკეთესო კომედიად ”ბავშვები კარგად არიან” (The Kids Are All Right) გამოცხადდა, რომლის რეჟისორი ლიზა ჰოლოდენკოა (Lisa Cholodenko).

საუკეთესო მსახიობ ქალად კატეგორია - ”მიუზიკლი ან კომედიაში” ანეტ ბენინგი დასახელდა ფილმისთვის ” ბავშვები კარგად არიან”. ამავე ნომინაციაში გამარჯვებული მამაკაცი პოლ ჯიმატია ”ბერნის ვერსიაში” (Barney's Version ) შესრულებული როლისთვის. აღსანიშნავია, რომ ამ ნომინაციაში ორჯერ იყო წარდგენილი ჯონი დეპი ”ალისა საოცრებათა ქვეყანაში” და ”ტურისტში” შესრულებული როლებისთვის.

საუკეთესო ანიმაციური ფილმი ”სათამაშოების ისტორია: დიდი გაქცევა” გახდა.

საუკეთესო სრულმეტრაჟიან ტელესერიალად დრამატულ ჟანრში ”იატაკქვეშა იმპერია” (Boardwalk Empire) გამოცხადდა.

ალ-პაჩინო მინი-სერიალში ”თქვენ ჯეკს არ იცნობთ” შესრულებული როლისთვის დაჯილდოვდა.

”ოქროს გლობუსის” დაჯილდოების ცერემონია კომიკოს რიკი ჯერვეისს მიყავდა.

საპატიო ”ოქროს გლობუსი” გასართობ ინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის რობერტ დენირომ მიიღო.

კატეგორია: სხვა | ნანახია: 136 | დაამატა: marika_:):):)
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]