ორშაბათი, 23.10.2017, 16:26

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2011 » მარტი » 5 » უიტნი ჰიუსტონის შვილი ნარკოტიკებს დაეჩვია
13:31
უიტნი ჰიუსტონის შვილი ნარკოტიკებს დაეჩვია

უიტნი ჰიუსტონის ქალიშვილი, 18 წლის ბობი კრისტინა ნარკოტიკებს დაეჩვია. ტაბლოიდმა ფოტოსურათი გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ გოგონა ნარკოტიკებს იღებს.

ტაბლოიდს ფოტოსურათი ბობი კრისტინას ყოფილმა ბოიფრენდმა გადასცა. ბიჭს იმედი აქვს, რომ ბობი კრისტინას სარეაბილიტაციო კლინიკაში სამკურნალოდ გადაიყვანენ. ის ირწმუნება, რომ უიტნი ჰიუსტონის ქალიშვილი არა მხოლოდ ნარკოტიკებს იღებს, არამედ სვამს კიდეც.

ბობი ნარკოტიკების მოხმარებას უარყოფს. "ტვიტერზე" გოგონამ დაწერა, რომ მას ყველაფერი მოუწყვეს.

რამდენიმე წლის წინ ოპრა უინფრის შოუში უიტნი ჰიუსტონმა საზოგადოება შოკში ჩააგდო. მაშინ ჰიუსტონმა განაცხადა, რომ თავის ქმართან ბობი ბრაუნთან ერთად ნარკოტიკებს მიეძალა. მომღერალი 7 თვე პიჟამოს გაუხდელად, ნახევრად უგონო მდგომარეობაში ლოგინში ეგდო. უიტნის ქალიშვილი მაშინ 16 წლის იყო.

რა რეაქცია ჰქონდა უიტნის ქალიშვილის საქციელზე, უცნობია.

კატეგორია: ჭორები | ნანახია: 397 | დაამატა: marika_:):):)
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]