სამშაბათი, 25.07.2017, 11:34

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2010 » ნოემბერი » 8 » ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა ქრისტინა აგილერას განქორწინების მიზეზი
13:24
ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა ქრისტინა აგილერას განქორწინების მიზეზი

ამერიკელი ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა ქრისტინა აგილერას განქორწინების მიზეზი. ქმართან მოულოდნელ განქორწინებამდე მომღერალი დაშავებული სახით საავადმყოფოში მოხვდა. სავარაუდოდ, აგილერა საკუთარმა მეუღლემ ჯორდან ბრატმანმა ოჯახური კონფლიქტის დროს სცემა. როგორც კი საავადმყოფოდან გამოვიდა, მომღერალი მაშინვე განქორწინდა.

საავადმყოფოში მისულ კრისტინას პირიდან სისხლი მოსდიოდა და ტუჩები გახეთქილი ჰქონდა, - წერს Radaronline.com.

მომღერალს საავადმყოფოში მისვლისას მეუღლე ჯორდან ბრატმანიც თან ახლდა. მან განმარტა, რომ კრისტინა დაეცა და ტუჩიც ამის გამო დაუზიანდა. თუმცა როგორც თვითმხილველები ირწმუნებიან, ვარსკვლავს სახეზე ჩალურჯებებიც ჰქონდა, "თითქოს ის მუშტებით ეცემათ". საავადმყოფოში კრისტინას პირადი ქირურგიც მივიდა, რომელმაც მომღერალს ტუჩებზე ნაკერები დაადო.

ინციდენტი ცოტა ხნის წინ მოხდა. 12 ოქტომბერს კი კრისტინა უკვე ქუჩაში შენიშნეს. ის სახეს ქუდით იფარავდა და ტუჩებზე ნაწიბურები ემჩნეოდა. ამის შემდეგ კრისტინამ განქორწინებაზე განაცხადა. მომღერლის ოფიციალური წარმომადგენლები ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ.

როგორც ამბობენ, აგილერას და ბრატმანს თავისუფალი ურთიერთობები ჰქონდათ და მომღერალს ქმარი საყვარლების სახლში მოყვანის უფლებასაც კი აძლევდა

კატეგორია: ჭორები | ნანახია: 166 | დაამატა: Smileyz_xato
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]