- რომ ვსვამ, ისეთი გულჩვილი ვხვდები, ….. – მითხრა მან და უცბად ისეთი ისტერიული სიცილი აუტყდა, რომ შემეშინდა…- დაიჯერე ხომი – ძლივს გასაგონად თქვა მან..
ეს უკვე კულმინაცია იყო…..
- აუტანელი ხარ რააა!!!!!!!
- დაიჯერე ხოი – კიბორჩხალასავით გაწითლდა კეტებიანი
- მსახიობი ხარ , რა… რა სპექტაკლი დადგი ? – გავბრაზდი მე
- აუ, აი, ძალიან საყვარელი ხარ , როცა ბრაზდები..
- არ ხარ ნორმალური.. – არ ვწყნარდებოდი მე
- მადლობთ – მშვიდად მიიღო კეტებიანმა
- არაფრის..
- როგორ გატირე ? – მითხრა სიცილით მან
- ძალიან \”დავიგრუზე\” – გავიბუტე მე
- არა , რა, ძალიან მაგარი ვარ… – თქვა თავისი თავით კმაყოფილმა
- ასეთი თავმდაბლობაც არ შეიძლება – გამეცინა მე
- ხო, ჩემზე თავმდაბალი უკვე სიგიჟეა..
- შენ მართლა აფრენ..
- შენ კიდევ ბატი ხარ! ყველაფერი როგორ გჯერა.. ?
- რა ვიცი, იტირე და გადამრიე.. – გავიმართლე თავი
- ხომ მაგარი ბიჭი ვარ, თქვი! – მკითხა კეტებიანმა და თვალები აუციმციმდა
- ძალიან მაგარი..
- კაი, მაშინ \”მაგარ ბიჭებს\” გაუმარჯოს!
- ძალიან თავმდაბალი ხარ – თქო, ხომ გეუბნებოდი… გაგიმარჯოს!
- დესერტად რა გინდაი
- არაფერი..
კეტებიანმა უკმაყოფილების ნიშნად თავი გადააქნია..
- ესე არ გამოვა… მაშინ აღარაფერს აღარ შეგეკითხები და პირდაპირ შევუკვეთავ.
- კაი, მაშინ ხილი.
- აი, ასე რა.. რას იპრანჭები… ? – გამიღიმა მან – ხილი გიყვარსი
- ჭკუა მეკეტება!
- მეც
- მე უფრო..
- არა მე ! – არ დამითმო კეტებიანმა
- მე ისე მიყვარს, რომ შემიძლია მთელი დღე ვჭამო..
- მე კიდე ერთ საღამოს 5 კილო ბალი მაქვს ნაჭამი.
- ერთით ნოლი, ეგრეც არ მიყვარს ხილი..
- კიდევ კარგი, რაღაც დამითმე.. – გამეცინა მე
…