კეტებიანი მოკვდა სიცილით
- ვგიჟდები გაწეწილ ქალებზე – მითხრა აღფრთოვანებით მან
- მოგწონსი – ვიკითხე მე და ელვისებური სისწრაფით დავიშალე თმა და ხელით მაგრად გავიჩეჩე..
კეტებიანს სახეზე გაოცება შეეტყო , მაგრამ არ შეიმჩნია..
ოფიციანტის გაშტერებული სახე დავინახე სადღაც შორს და გამეცინა..
- აუ, შენ ჩემზე გიჟი ყოფილხარ .. – მითხრა კეტებიანმა აღტაცებით.
- არ მეუბნებოდი , მომწონსო ? – ვიკითხე მშვიდად, – ხოდა მიყურე..
- ძალიან მაგრად გამოიყურები.. მოდი, სურათს გადაგიღებ..
- რესტორანში ფოტოების გადაღება, რა უბედურებაა – შევიცხადე მე
- კაი, რა, არავინ არაა,.. რა გჭირს..
კეტებიანი ადგა, ოფიციანტს დაუძახა, ტელეფონი მიაწოდა , მერე მოვიდა ჩემთან, გვერდზე მომიჯდა, ჩამეხუტა და მოემზადა ფოტოს გადაღებად … ოფიციანტის სახის გამომეტყველებით მივხვდი, მთლად ნორმალურად არ გამოვიყურებოდით..
სუნამო ესხა ძალიან არომატული და გრილი..
არ ვიცი სასმელის ბრალი იყო, თუ რა მოხდა, ძალიან მინდოდა, რომ ეს მომენტი დიდხანს გაგრძელებულიყო..
- ძალიან ხომ არ შეგავიწროვე ? – მკითხა კეტებიანმა მშვიდად..
- არა.. – ვთქვი დაუფიქრებლად..
კეტებიანი ადგა და გამიღიმა…
ოფიციანტს მადლობა გადაუხადა და თავის ადგილზე დაჯდა..
ფოტოს გადაღების მომენტმა, რაღაც უხერხული სიჩუმე ჩამოაგდო..
მეც გავჩუმდი და ისიც..
მან სიგარეტს მოუკიდა .. და შემომხედა..