- მართლა არ მინდა წასვლა.. – მითხრა კეტებიანმა – დალევა რომ მომინდეს, შენნაირ კომპანიონს ვერავის ვნახავ ..
- ჩემი მსგავსი, მხოლოდ მე ვარ.. …
- ნამდვილად – დამეთანხმა კეტებიანი
რესტორანი გამოცოცხლდა..
ხალხმა მოძრაობა დაიწყო..
- აი, ამიტომ არ მინდოდა გათენება.. სიმშვიდე არ სჯობდა ამ რია-რიას ?
- ძალიან გული მწყდება, რომ გათენდა.. – ვთქვი სინანულით
- ჩასაბარგებელი ვარ..
- მოგეხმარო ? – ვიკითხე სიცილით..
- არა, იყოს,, მეთვითონ.. …
\”… ვზივარ და ვხვდები, რომ რაც დრო გადის, მით უფრო მიზიდავს..
ის არაფერს იმჩნევს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ჩემს დღეშია .. თვალებში ვეღარ მიყურებს….
არ ვიცი, როგორ დავემშვიდობო…
.. ან რა ვთქვა ..
კეტებიანი თვალს არ მაშორებს..
მე კი ისე არ მინდა მისი წასვლა, რომ საკუთარი თავის მოთოკვა მიჭირს..
არ ვიცი რა მემართება,
ალბათ, ყველაფერი \”მოხიტოსა\” და \”ვისკის\” ბრალია..,
ნეტა რას ფიქრობს ის ?…\”
კეტებიანმა ჩემი აზრები წაიკითხა
- იცი, მგონია, რომ ძალიან დიდი ხანია გიცნობ…..
მე გავიღიმე..
- და არ მინდა, რომ მივდიოდე.. და შენ რჩებოდე.. ალბათ ცოტა ალკოჰოლის ბრალია, ამდენი რომ გამაბედინა..
მე ისევ ჩუმად ვარ ..
- იმას გეუბნები, რომ საერთოდ ასეთი გულღიაც არ ვარ …..….უბრალოდ ისე უცნაურად დავიწყეთ.. და ისეთი ემოცია მაქვს.. არ ვიცი.. .. რა მემართება..
- ძალიან მაგარი ღამე იყო, ბევრი ვიცინე ..
- მეც – გამიღიმა კეტებიანმა…
- კაი , წავედი, შენც ჩასაბარგებელ ხარ.. – ვთქვი მოულოდნელად
- ხო – მითხრა კეტებიანმა ორაზროვნად..
არც ერთი არ ვინძრევით ადგილიდან…
სულელებივით ვუღიმით ერთმანეთს..
მერე კეტებიანი ადგა, მეორე კოლოფი სიგარეტი გახსნა და ბართან მივიდა
თანხის გადასახდელად…
მე წამოვდექი, თავბრუ დამეხვა და ისევ დავჯექი..
მერე ისევ ნელა ავდექი და შევეცადე წონასწორობა შემენარჩუნებინა.. .
\”ამდენი ცხოვრებაში არ დამილევია, ახლაც მთვრალი ვარ…\”
კეტებიანი გამობრუნდა და გამიღიმა..
- გაითიშე, ხოი
- ხო – ვთქვი და საცოდავი სახე მივიღე,,
- მორჩა, გეშვები.. მიგაცილებ ნომრამდე და დაიძინებ.. – დამამშვიდა მან..
მინდოდა მეთქვა : \”არ მინდა არსად წასვლა, შენთან დავრჩები დიდი სიამოვნებით მეთქი\” მაგრამ მხოლოდ გავუღიმე…