მთავარი » 2012 » იანვარი » 11 » 2 ბილეთი ნიცაში (19)
21:20 2 ბილეთი ნიცაში (19) |
ლიფტი…
- რაზე ფიქრობი- დავინტერესდი მე, როდესაც კეტებიანის სახეზე ღიმილი დავინახე.. - ყველაზე ძალიან მინდა, რომ ეხლა აქ შენთან ერთად გავიჭედო და ერთი 2საათი ვერავინ ვერ გამოგვიყვანოს…
ისეთი ხარხარი აგვიტყდა, კინაღამ გავიგუდეთ..
4 სართულზე გამოვედით, ერთმანეთს ვასკდებოდით სიცილისგან.., 777 – ე ოთახთან გავჩერდით…..
- ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან საღამოს გატარება, – მითხრა კეტებიანმა ღიმილით .. - საღამო არა, ღამის გატარება – ვთქვი დაუფიქრებლად და მერე მივხვდი, რაც წამოვროშე..
ისევ გავლურჯდით სიცილისგან..
- ვიღაცამ რომ გისმინოს წარმომიდგენია, რას იფიქრებს… - აღარ შემიძლია ცუდად ვარ.. – ძლივს ამოვისუნთქე მე.. - ნეტა ვრჩებოდე.. - ნეტა.. - სულ შენთან ვიქნებოდი.. - მეც… - ძალიან გავერთე შენთან - მეც… - გამიხარდა, რომ გაგიცანი.. - მეც.. - და რომ არ წავიდე, უკვე მართლა დამაგვიანდება.. – მითხრა მან და მხრებზე ჩამოყრილი თმა გადამიწია.. მე სუნთქვა შემეკრა.. - ვიცი.. – ძლივს გასაგონად ვთქვი მე.. - კარგი, მაშინ.. - კარგი.. - იმედია, ოდესმე შეგხვდები.. - იმედია.. – თვალები ამემღვრა, მაგრამ არ შევიმჩნიე….. - ჩაგეხუტები წასვლის წინ, შეიძლებაი ულაპარაკოდ მივუახოვდი და მთელი სხეულით ჩავეხუტე.. რატომღაც ტირილი მომინდა.. კეტებიანი ოდნავ წამოიწია და საფეთქელთან მაკოცა.. მერე თვალის კუთხეში მაკოცა და გვერდზე გადგა..
… გამაჟრიალა ..
ეს აღარ იყო ჩვეულებრივი მზერა..
- გეშინია, რომ არ შეგიყვარდე ხოი – ვთქვი ხმადაბლა - მგონი, შიშს უკვე აღარანაირი აზრი აღარ აქვს – მიპასუხა ღიმილით… - ფოტოს როგორ მომაწვდი..? – დავიბენი მე – რამე კოორდინატი არ გინდა ჩემი? - გიპოვნი რამენაირად.. არ გამიჭირდება, – მითხრა კეტებიანმა ეშმაკური ღიმილით და ლიფტი გამოიძახა..
|
კატეგორია: სხვადასხვა : ) |
ნანახია: 919 |
დაამატა: Lady_Gaga_N1_Fun
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|