ასე იცი ყველაფერზე, საკმარისია, რამე აიჩემო .. კარი ისეთ ფორმაში გამიღე, რომ გამეცინა.. ნუცას ფაფა გესვა სახეზე, ფეხებზე, თმებზე.. - რას ვგავარ არაი – მკითხე და გაგეცინა.. - ძალიან მომწონხარ , ფაფა განსაკუთრებულ ხაზს უსმევს შენს გარეგნობას.. - ეკაიფე, იცი ვიისი ორივეს გაგვეცინა ნუცას ისე გაუხარდა ჩემი დანახვა, სიხარულით კინაღამ ფაფა თეფშიანად გადასანსლა ….. - ადრე ვერ მოხვედიი – მკითხა გადაღლილმა ანკამ – 2საათია ყირაზე ვდგავარ, ორი ლუკმა რომ შეჭამოს.. - ბავშვთან ურთიერთობა უნდა იცოდე.. ! – ვთქვი ამაყად . - შენ ხომ ძიძად ხარ დაბადებული, რა ! – გამეხუმრე შენ ნუცა ლოგინში ჩავსვით , სათამაშოები ჩავუყარეთ და მაგიდას მივუჯექით.. - მომისმინე.. – დაიწყე შენ – მართლა ძალიან კარგი ბიჭია.. ლადუკასთან მეგობრობს დიდი ხანია.. ქორწილიც თვითონ გადაუხადა და პარიზშიც მან გაუშვა .. მოკლედ რა, როგორ არ გახსოვს, სიმპათიურია, შავგვრემანი, კარგად ჩაცმული, ქორწილში გვიან რომ მოვიდა.. მუქი ლურჟი პიჯაკი ეცვა, \”დაზაგრული\”…. - არ მახსოვს.. - იმას ახსოვხარ და ძალიან უნდა შენი გაცნობა… - ვიღაც სირი იქნება , ხომ ვიცი.. – გითხარი სიცილით – ქორწილის დისკი ნახა და მოვეწონე , უეჭველი… - ქორწილიდან ახსოვხარ, დეგენერატო, რა დისკი , რის დისკი ?.. ძალიან მაგარი ბიჭია, საზღვარგარეთ ცხოვრებს დიდი ხანია .. არ დაგღალა ქართულმა გოიმობამ და მარიაჟობამ ? - რა ჰქვიაი – გკითხე გულგრილად - ძიმკა . - \” ძიმკა \” რა სახელია… – ცხვირი ავიბზუე მე - რა გინდააააი – აღშფოთდი შენ.. - რა გვარიაი - ძიმკა \”გრუზინსკის\” ეძახიან.. გვარი არ ვიცი.. - ხო გითხარი, ვიღაც სირი იქნება-თქო – ისევ გამეცინა მე – მე იქ სიმპათიური არავინ არ მახსოვს. - რა გემახსოვრება, გუგა ვერ მოიშორე მთელი საღამო… – დამცინე შენ მთვრალი გუგას გახსენებაზე, გამაჟრიალა… - აბააა, რა დღე იყო.. – გამეღიმა მეც.. – მაგიდის ქვეშ ვემალებოდი ბოლოს.. გადამრია.. წელში გადამამტვრია იმდენი მაცეკვა.. ისეთი ისტერული სიცილი აგვიტყდა ორივეს, ნუცას შეეშინდა და ტირილი დაიწყო…. - მოკლედ არ წამოხვალ, ხომ ? - სადი – გკითხე გაკვირვებულმა და ყავის ჭიქა დავაყირავე. - ნინისთან.. - არა – ვთქვი ამაყად, – ძალიან მეზარება, ამ გაცნობებს ვერ ვიტან, ცოტა მეგოიმება .. ეგრე, შენ ზუკას მეგობარსაც ასე აქებდი და მერე აღმოჩნდა, რომ ისე აპათოლოგებდა, საკუთარ დედას ესროდა იარაღს, - კაი რა, დაუჯერე ნინის – გეწყინა შენ - ეგრეა ხო.. – არ ვწყნარდებოდი მე – ესეც ვიღაც მანიაკი აღმოჩნდება და მერე ყელგამოჭრილს მიპოვნით სადმე, კანაოში.. ანკას სახე მოეღრიცა ამ სურათის წარმოდგენით.. - არ გგონია, რომ ფანტასტიკების ყურებას თავი უნდა დაანებოი სულ გადაირიე, ხომ ხედავ – მითხრა შეშფოთებულმა - მორჩა, წავედი, აღარ მცალია.. - გეუბნები, წავიდეთ და თუ არ მოგეწონება, ცხოვრებაში აღარავიზე აღარ შეგჭამ.. - შენთავს ვფიცავარ , ძალიან მეზარება , მართლა, მოიკითხე ჩემგან ეგ \”ალ კაპონე\” და სხვა დროს გნახავს, ეხლა არ სცალია-თქო – გადაეცი.. - საშინელი გოგო ხარ, ძალიან კარგი თუ არ მოდიხარ, მაინც არ მოეწონები ეგეთი აუტანელი ხასიათის პატრონი.. მარტო ერთი მათრახი შენს ჭკუაზე მოყვანას უნდა .. - კაი, მეც მიყვარხარ, – გაგიღიმე , ნუცა ჩავკოცნე და კარი გავიკეტე.. ქუჩაში ისეთი სითბო იყო, ცოტა ბოდიალი მომინდა…
|