\” მგონი ცოტას აფრენს ეს კეტებიანი.. – გავიფიქრე ჩემთვის – რა ქირურგი, რის დალევა, რა მომვლელი?…
ან რა უნდა ჩავიცვა რა საინტერესოა…. ანკა გადამერევა რომ გაიგოს , ვიღაც მორიგი სულელი გადავიკიდე….
ღამის 10 საათია და მაინც ცხელა, ან მე მცხელა… მთელი კვირაა თვალი მიშტერდება რომ ვხედავ და ის საერთოდ არ მიმჩნევს ეხლა მოვეწონეი … გამოაშტერა იმ ინვალიდმა … სულ იმასთან ერთად დადის და ირგვლივ აღარ იყურება…
ალბათ ცოტას დავაგვიანებ, როგორც ქალებს გვჩვევია.. იყოს და მელოდოს.. თავხედი.. მოინდომა ეგრევე, \” გადმოჯექი, დავლიოთ..\” ეხლა იჯდეს და უყუროს საათს…….. \”
11-ის ნახევარზე არანორმალურად გამოპრანჭული და სუნამო მიპკურებული დავეშვი ლიფტით სასტუმროს რესტორანში… სიხარულისგან სახე მიბრწყინავდა იმაზე ფიქრით, რომ დიდხანს ვალოდინე და გავაწვალე,..
სახე მომერყა, როდესაც რესტორანი ცარიელი დამხვდა.. ჩვენს მაგიდაზე , პატარა ლურჯი სანთლიდან , მოუსვენრად ხტოდა წითელი ალი.. მაგიდას მივუჯექი და სიბრაზისგან ისეთი სიჩქარით მოვწიე სიგარეტი, თავბრუ დამეხვა…
გავიდა 10 წუთი …
\”საინტერესოა, რამდენ ხანს მომიწევს ლოდინი?\”
15 წუთი…..
\”თავი ასეთი სულელი არასდროს, არ მგონებია .\”..
20 წუთი..
\” სად მოვედი…, რა მინდოდა….. \” ?
30 წუთი…
მეტი ლოდინი უკვე შეურაცხყოფა იყო.. ჩანთა ავიღე და გამოვედი რესტორნიდან, კუთხეში ისეთი სიძლიერით შევასკდი ვიღაცას, თვალებიდან ნაპერწკლები გავყარე.. წავბარბაცდი და რომ არ წავქცეულიყავი,, კედელს მივეყრდნე.. გონზე მოსულს , თავიდან მომინდა გონების დაკარგვა, როდესაც კეტებიანი შემრჩა ხელში…
|