\”რაღაც იმაზე მეტად გამითამამდა , ვიდრე წარმომედგინა..\”
- კიდევ რა გაინტერესებს ? – მკითხა კეტებიანმა
- არ ვიცი – მხრები ავიჩეჩე მე..
- კაი, მაშინ მე გკითხავ.. ოღონდ ჯერ ეგ დალიე ბოლომდე.
- კაი – დავემორჩილე მე
- სულელი გგონოვარ, ხომი
- კი არ მგონია, უკვე ზუსტად ვიცი, რომ აფრენ – ვთქვი გულღიად
- მაგარი გოგო ხარ ძალიან, – მოვეწონე კეტებიანს
- მადლობთ – დავიმორცხვე მე
- ერთი პრობლემაა მარტო , ძალიან უჟასი სუნამო გასხია.
ყურებს არ დავუჯერე ჩემი ასეთი მიწასთან გასწორება
- შე თავხედო, \”შანელია!\” – ისეთი სახით ვუთხარი , კეტებიანი გამოშტერდა..
- კაი რაა, ეგ რა მითხარი..
- მართლა…
- ვერ ვიტან მძაფრ სუნებს.. – თავი გაიმართლა კეტებიანმა
- მე ვგიჟდები..
- მე არა..
- ძალიან მიყვარს…..
- კაი,, მაშინ.. ეხლა, მოდი \”შანელს\” გაუმარჯოს..
- მე მეტი აღარ შემიძლია.. – მივხვდი, რომ უკვე ნამეტანი მომდიოდა.. ერთბაშად ამდენი სასმელი…..
- გამორიცხულია! ბოლომდე ვსვამთ, სანამ არ დაგვეძინება, იქამდე!
- გიჟი ხარ!
- ვარ! თან ცოტა მთვრალი!
- მაგარი მთვრალი – შევუსწორე მე
- თუ გგონია, შენ ფხიზელი ხარ , ძალიან ცდები – მოკვდა სიცილით კეტებიანი..
სიცილი ამიტყდა მეც
- რაღაც მშია.. არ გშიაი
- არა..
- კაროჩე რა, შენ \”არა\” – უნდა დაგარქვა
ორივეს გაგვეცინა.
მე \”ცეზარის \” სალათი ავიღე, მან – \”სტეიკი\”..
- ჩემი უფრო გემრიელია! – მითხრა კეტებიანმა
- ვერ ვიტან \”სტეიკსს\”
- რატომი – მკითხა მან დანანებით..
- ხორცი აბერებს – ვთქვი ამაყად
კეტებიანს წყალი გადასცდა და გაიგუდა სიცილით..
სიცილი ამიტყდა მეც..
მერე ცრემლები მოიწმინდა, ცოტა დამშვიდდა და სერიოზული სახით დაიწყო :