ხუთშაბათი, 25.04.2024, 19:16

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2011 » მარტი » 1 » 83-ე ოსკარი
16:41
83-ე ოსკარი

კვირას ლოს-ანჟელესში "ოსკარების" დაჯილდოვების 83-ე ცერემონია გაიმართა, საღამოს წამყვანები ჯეიმს ფრანკო და ენ ჰეთუეი იყვნენ. "წლის რეჟისორად" ტომ ჰუპერი დასახელდა ფილმით "მეფის სიტყვა!", ჰუპერის გარდა ამ ნომინაციაზე დარენ არონოფსკი, დევიდ ფინჩერი, დევიდ რასელი და ძმები კოენები იყვნენ წარგენილები.
"მეფის სიტყვა" სულ 12 ნომინაციაზე იყო წარდგენილი. "ქალის საუკეთესო როლის" შესრულებისთვის "ოსკარი" ნატალი პორტმანმა აიღო ფილმში "შავი გედი" შესრულებული როლისთვის, ამ ნომინაციისთვის იბრძოდნენ ასევე მსახიობები ანეტ ბენინგი ("ბავშვები კარგად არიან"), ნიკოლ კიდმანი ("კურდღლის სორო"), ჯენიფერ ლოურენსი ("ზამთრის ძვალი") და მიშელ უილიამსი ("სევდიანი ვალენტინი"). "საუკეთესო მეორეხარისხოვან მსახიობ ქალად" მელისა ლეო დასახელდა ფილმში "მებრძოლი" შესრულებული როლისთვის. რაც შეეხება "საუკეთესო მამაკაც მსახიობს" "ოსკარი" კოლინ ფერტმა აიღო ფილმში "მეფის სიტყვა!" შესრულებული როლისთვის. "საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელ მამაკაცად", კრისტიან ბეილი დასახელდა ფილმში "მებრძოლი" განსახიერებული როლისთვის.

კატეგორია: ჭორები | ნანახია: 723 | დაამატა: Smileyz_xato
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]