სუპერმოდელმა ადრიანა ლიმამ, Victoria's Secret-ის საიუველირო შედევრი წარმოადგინა. იგი საზოგადოების წინაშე 2 მილიონი დოლარის ღიურებულების ბიუსტჰალტერით გამოჩნდა.
ლიმა უკვე დეკრეტული შვებულებიდან გამოვიდა და სამუშაოს დაუბრუნდა. მოდელმა Victoria's Secret-ის საიუველირო შედევრი, 2 მილიონ დოლარიანი ბიუსტჰალტერი წარმოადგინა.
ადრიანა ლიმა ბრილიანტებით მორთულ ბიუსტჰალტერში დაცვის თანხლებით ნიუ-იორკის Victoria's Secret-ის ერთ-ერთი მაღაზიიდან გამოვიდა. ბიუსტჰალტერი - "Bombshell Fantasy Bra" სამი ათასი ძვირფასი ქვითაა მორთული. მას ბრილიანტის, საფირონის და ტოპაზის ქვები ამშვენებს.
ბიუსტჰალტერის დასამზადებლად 6 იუველირი დაახლოებით 1500 საათის განმავლობაში მუშაობდა. ადრიანა ძვირფასი ქვების ფერებში გამოეწყო და ცისფერი ატლასის გახსნილი კაბა ჩაიცვა. 30 ნოემბერს, Victoria's Secret-ის ტრადიციულ გალა შოუზე ადრიანა ლიმა ბრილიანტებიან ბიუსტჰალტერს კიდევ ერთხელ მოირგებს.
ძვირად ღირებული ბიუსტჰალტერების შექმნის იდეა კომპანიის მმართველებს რამდენიმე წლის წინ მოუვიდათ. ყველაზე ძვირი ბიუსტჰალტერი რაც კი Victoria's Secret-ს აქამდე გამოუშვია, 12.5 მილიონი ღირს.