პარასკევი, 22.11.2024, 14:36

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2011 » იანვარი » 5 » ანჯელინა ჯოლი იუველირობას აპირებს
17:51
ანჯელინა ჯოლი იუველირობას აპირებს

ანჯელინა ჯოლის არ აკმაყოფილებს მსახიობობა, რეჟისორობა, არც ის, რომ არის კეთილი ნების ელჩი, შესაშური დედა და საბოლოოდ ათასობით ქალისთვის სამაგალითო მოდელი. მან გადაწყვიტა გაეზარდა ინტერსების სფერო და საიუველირო საქმით დაკავებულიყო. იუველირ რობერტ პროკოპთან თანაავტორობით ძვირფასი ქვებით გაფორმებული სამკაულების კოლექციის შექმნას აპირებს
სინამდვილეში ანჯელინა ჯოლისა და იუველირის თანმაშრომლობა რამოდენიმე წლის წინ დაიწყო. პროკოპმა სპეციალურად მსახიობისთვის რამოდენიმე სამკაული დაამზადა, რომლის დიდი ნაწილის დემონსტრირებაც უკვე მოახდინა ფილმ "სოლტის" პრომო-ტურის დროს. სხვათა შორის ანჯელინა "ტურისტშიც" Robert Procop-ის სამკაულებში ბრწყინავდა.
ანჯელინა ჯოლის მიერ შექმნილი სამკაულები მაღაზიებში არ გაიყიდება. მის შეძენას შეძლებენ მხოლოდ საიუველირო სახლის პრივილეგირებული კლიენტები. შექმნილ მოდელებს შორის, პოტენციურ მყიდველებს სავარაუდოდ დააინტერესებთ ვარდისფერ ოქროში ჩასმული, დიდი ზურმუხტისთვლიანი ბეჭედი და მრავალიარუსიანი ყველსაბამი ბრილიანტებით.
თუმცა ჯოლი რის ჯოლი იქნებოდა რომ არ მოეთხოვა, შემოსული თანხის ნაწილის გადაცემა საქველმოქმედო საქმეებისთვის. მშვენიერი ანჯელინა დიდი ხანია ცხოვრობს პრინციპით "მეც და ხალხსაც". არანაკლებ საინტერესო იქნება ვარსკვლავის მიერ შექმნილი ძვირფასეულობის ხილვა. თუმცა თუ გავითვალისწინებთ შარშანდელ საიველირო გამოცდილებას, როცა მან ბრედ პიტთან ერთად Asprey -სთვის საკაფსულო კოლექცია შექმნა - ეჭვიც არ გვეპარება ესეც მშვენივრად გამოუვა!

კატეგორია: ჭორები | ნანახია: 1389 | დაამატა: Smileyz_xato
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]