პარასკევი, 22.11.2024, 13:55

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2011 » იანვარი » 18 » ავადმყოფობის გამო სტივ ჯობსმა Apple-ის მმართველის თანამდებობა დატოვა
14:46
ავადმყოფობის გამო სტივ ჯობსმა Apple-ის მმართველის თანამდებობა დატოვა

ამერიკული კომპიუტერული გიგანტის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა სტივ ჯობსმა კომპანიის თანამშრომლებს ელექტრონული წერილები გაუგზავნა და შეატყობინა, რომ ბიულეტენზე გავიდა, თუმცა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს კვლავ თავად მიიღებს.

ჯობსის არყოფნის დროს კომპანიას ოპერაციული განყოფილების დირექტორი ტიმ კუკი უხელმძღვანელებს. 2004 წელს კუკი Apple-ის კალიფორნიის განყოფილებას ხელმძღვანელობდა, როდესაც ჯობსი პანკრეასზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა. 2005 წელს კი ის Apple-ის მთავარ მმართველად დაინიშნა.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კომპანიის აქციათა ღირებულება გერმანიის ბაზარზე 8%-ით დაეცა. თუმცა ეს გარემოება ანალიტიკოსებში პანიკას არ იწვევს, პირიქით, მათი თქმით, ემოციურ ტალღაზე აქციათა ფასის დაცემა, შესაძლოა, ახალი ინვესტიციებისთვის კარგ სტარტად იქცეს.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ჯობსს კიდევ ერთი ოპერაცია დასჭირდება, ანალიტიკოს ბრაიან მარშალის აზრით კი კომპანიაში ის აღარ დაბრუნდება.

ჯობსის ჯანმრთელობის მდგომარეობას მთელი მსოფლიოს ანალიტიკოსები და ექსპერტები აკვირდებიან, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ კომპანიის საკულტო პროდუქტების შექმნაში მან საკვანძო როლი შეასრულა. ჯობსმა გაკოტრების პირას მყოფი კომპანია მოკლე დროში მაღალტექნოლოგიური პერსონალური მოწყობილობების მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთ მსხვილ მოთამაშედ აქცია.

ბოლო წლებში მისი ხელმძღვანელობით კომპანია Apple-მა პერსონალური კომპიუტერი iMac, მუსიკალური პლეიერი iPod, სმარტფონი iPhone და ბოლო iPad შექმნა.

კატეგორია: ჭორები | ნანახია: 751 | დაამატა: Smileyz_xato
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]