შაბათი, 23.11.2024, 00:49

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2010 » აგვისტო » 12 » Azzedine Alaia
15:33
Azzedine Alaia


            პარიზის მოდის კვირეული სულ ახლახან დასრულდა. კუტურიეს შეეძლო, დამტკბარიყო დამსახურებული დასვენებით, მაგრამ ... ალაია მოდის კვირეულებში არ მონაწილეობს, არ მისდევს მოდის ტენდენციებს, არ ცდილობს ინდუსტრიის საამებლად რაიმეს შექმნას. ის მხოლოდ იმას აკეთებს, რაც სიამოვნებას ანიჭებს. სკეპტკოსები მოდას ხელოვნებად არ აღიარებენ. ფიქრობენ, რომ სეზონიდან სეზონამდე ახლის თანაც სასწაულის შექმნა შეუძლებელია. ალაია იზიარებს ამ მოსაზრებას და კოლექციებზე მხოლოდ მაშინ მუშაობს, როდესაც შთაგონება ეწვევა...
            ვისაც კი დიზაინერი მუშაობის პროცესში უნახავს, ამბობს, რომ კაბას სხეულზევე ძერწავს აზედინ ალაიას კაბა ქალის სიყვარულითაა გაჯერებული. გამჭვირვალე ფაქტურა, ელასტიური ქსოვილი, ბადე ისე "აშიშვლებს" ქალს, რომ დამატებით მორთულობას აღარ საჭიროებს. ალაიას უყვარს ქალები/ ემსახურება ქალებს და მუდამ აღფრთოვანებულია ქალით. ყმაწვილობაში, დასთან ერთად, ქალაქის პაწაწინა ატელიეში მუშაობდა. ერთხელ როცა მდიდარ ოჯახში კაბა მიიტანა, დამკვეთის ქალიშვილმა ნაცნობ ნაცნობ თერძთან რეკომენდაცია და სტაჟირება შესთავაზეს. იქ დიორის ასლები მზადდებოდა . მალე, სრულიად შემთხვევით, ალაია, პარიზში  კრისტიან დიორის სახელოსნოში აღმოჩნდა. თუმცა, მხოლოდ 5 დღე იმუშავა. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს , საფრანგეთის აფრიკულ კოლონიებსა და მეტროპოლიებს შორის ურთიერთობის გამწვავებაში დასდეს ბრალი. "უკაცრავად, ვერ იმუშავებთ. უცხოელი ბრძანდებით" --ამ სიტყვებით გამოისტუმრეს ის დიორის სახელოსნოდან.
           "მე ყოველთვის ქალები მეხმარებოდნენ - მადამ პინო, მადამ სიმონა ზემფიუსი,(მისი მეგობრები)
ჩემი დამკვეთის ქალიშვილები", - ღიმილით იხსენებს დიზაინერი.
           შესაძლოა ინტუიციის, შესაძლოა ხელგაშლილობის გამო მადამ ზემფიუსმა ალაიას ფული ასესხა. ალაია იმ თანხით საკუთარი საქმიანობის უკეთ წარმარტვასა და გაფართოებას შეძლებდა. ბელშასეს ქუჩაზე, საკერავი მანქანებით აღჭურვილ პატარა ოთახში, შეიქმნა ბრენდი "Azzedine Alaia".
           მას შემდეგ რა 1979 წლის ფრანგული Elle-ს ყდაზე ალაიას კაბა გამოჩნდა, ატელიეში ტელეფონის ზარი არ წყდბოდა. 1980 წელს ალაიამ პირველი გრანდიოზული შოუ გამართა. კაბები მარკით "Azzedine Alaia" - პატიზისა და ნიუ-იუორკის უდიდეს მაღაზიებში გაიტანეს გასაყიდად.
         1992- წელს ალაია საყვარელი დის გარდაცვალების შემდეგ პოდიუმს საერთოდ ტოვებს და კერძო კლიენტებისთვის განაგრძობს მუშაობას. ამ არჩევნით თითქმის ჩაეშალა ბიზნესი. ალაიას არ სურდა კომპრომისზე წასვლა. ხსირად ამბობდა : "თუ ხილი ჯერ არ დამწიფებულა ვერ იქნება ტკბილი... ვმუშაობ იმდენს, რამდენსაც საქმე მოითხოვს" ...
          კვარტალ მერეს ატელიეში, საკერავი მანქანების, მანეკენების, ნაირნაირი ქსოვილისა და ნემსების გარდა, არსებობს რაღაც განსხვავებული უმთავრესი. აქ ცხოვრობენ მუზები. უფრო ზუსტად, მოდელები. 24 საათის განმავლობაში, ალაიას საშუალება უნდა ჰქონდეს, კაბა მოედლის სხეულს მოარგოს. ასე დაჰყო სამი წელი იმ დროისთვის დამწყებმა მოდელმა, ნაომი ქემბელმა , ალაიას სახელოსნოში.  16 წლის ნაომი ალაიას მამას უწოდებდა. დიზაინერი მზრუნველობას არ აკლებდა შავკანიან გედს. უყვარდა და ყველაფერს აკეთებდა, რომ ნაომი ღამის კლუბებში არ გამძვრალიყო და შემთხვევით ხიფათს არ გადაჰყროდა.



მოდელები ხშირად უარს ამბობენ ჩვენებიდან კუთვნილი ჰონორარის მიღებაზე და ალაიას კოლექციიდან სამოსის დასაკუთრებას ამჯობინებენ. დიზაინერიც სიამოვნებით თანხმდება ამ პირობას...















კატეგორია: Fashion | ნანახია: 1301 | დაამატა: Lady_Gaga_N1_Fun
სულ კომენტარები: 1
1 Lady_Gaga_N1_Fun  
0
........... movkvdi amis werit ...... xelebi mtkiva deda ..... smile smile smile wacko wacko wacko

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]