შაბათი, 23.11.2024, 00:18

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 5 » ბიონსეს პარფიუმერული სიახლე
17:09
ბიონსეს პარფიუმერული სიახლე

ახალი სუნამო სახელწოდებით Heat გასაყიდად მზადაა. ბიონსეს სადებიუტო ნამუშევარი 2010 წლის თებერვალში გაიყიდება სულ რაღაც 39 დოლარად.
ბიონსემ განაცხადა, რომ სუნამოს შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის:
ყველაფერი, დაწყებული ფლაკონის დიზაინიდან და სუნამოს რეკლამით დამთავრებული ჩემი შექმნილია. თუ რამეს ხელს ვკიდებ მასზე 100% ვიხარჯები.
Heat-ში შესულია წითელი ორქიდეისა და მაგნოლიის ნოტები. ხოლო რეკლამაში, როგორც მოსალოდნელი იყო მომღერალმა თავად მიიღო მონაწილეობა. პრომო-პოსტერისა და სარეკლამო რგოლის შეფასება უკვე შესაძლებელია.
საშხაპეში რეკლამის გადაღება ბიონსემ ასე ახსნა:
არომატის სახელწოდებაა "სიცხე". ჩვენ გვსურდა მისი რეკლამაც განსაკუთრებულად "ცხელი" გაგვეკეთებინა.
საშხაპიდან ახალი გამოსული, თავს სექსუალურად ვგრძნობ ამიტომაც გადავწყვიტე სააბაზანო ყოფილიყო რეკლამაში.

კატეგორია: ჭორები | ნანახია: 794 | დაამატა: Smileyz_xato
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]