პარასკევი, 22.11.2024, 23:11

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2010 » სექტემბერი » 28 » ბრედი ანჯელინას ღალატობს?
20:48
ბრედი ანჯელინას ღალატობს?

ოჯახური ღალატის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებაში ცნობილმა ამერიკელმა ჟურნალისტმა იან გალპერინმა გაავრცელა. რეპორტიორმა ინფორმაცია პირველწყაროდან - ბრედ პიტის საყვარლისგან მოიპოვა. ადამიანი, რომელთანაც ბრედი იწვა, 22 წლის ფრანგი მოდელი რასინია, რომელიც ავიაკომპანია "A-listers"-ის VIP-კლიენტებს ემსახურება. კომპანიისა და ამდროულად გოგონას მომსახურებით ბრედ პიტმაც ისარგებლა, რომელიც ლოს-ანჯელესიდან საფრანგეთში ანჯელინასა და ბავშვებთან ჩასასვლელად პერიოდულად ამ კომპანიის ბიზნეს-კლასის რეაქტიულ ლაინერს ქირაობს.

რასინის თქმით, პიტი მის ალერსს მაღალი რანგის ბრიტანელ პოლიტიკოსებთან, "ლოს-ანჯელეს ლეიკერსის" კალათბურთელებთან, კინოსა და ტელევიზიის ვარსკვლავებთან ინაწილებდა.
"სექსი ჩემთვის საკვებივითაა. მე ის ყოველდღე მჭირდება", - ამბობს რასინი. როგორც გალბერინი წერს, რასინი ცოლიან და ცნობილ მამაკაცებთან სექსს ანიჭებს უპირატესობას. მას ძალიან აღაგზნებს სექსი 10 000 მეტრის სიმაღლეზე და 800 კმ.სთ სიჩქარით ფრენისას.
"ფრენის დროს ორგაზმზე სასიამოვნო არაფერია”, - ამბობს რასინი.

მომხდარს განსაკუთრებულ პიკანტურობას ის ფაქტი ანიჭებს, რომ, რასინის მტკიცებით, ის ჯოლის ბოლო სამ მამაკაცთან იწვა და ყველა მათგანმა აღიარა მისი პროფესიონალიზმი.

ესკორტ-მომსახურება კერძოა და რასინის ფოტო ჯერჯერობით არცერთ ამერიკულ გამოცემას არ დაუბეჭდავს. მკითხველს ისღა დარჩენია, სარეკლამო ფოტოებით შეიტყოს, ვარსკვლავებთან ერთად ბიზნეს-კლასით როგორი გოგონები მგზავრობენ.

2009 წლის დეკემბერში ანჯელინა ჯოლიმ განაცხადა, რომ ბრედ პიტს სრულიად ენდობა, თუმცა ახლა ის დუმს. ამასთან, როგორც ამერიკული ჟურნალი "Star" წერს, ჯოლი ჰოლივუდის რესტორან "The Dresden"-ში იმპოზანტურ ქერათმიან ქალს რამდენჯერმე საიდუმლოდ შეხვდა. ჯოლის ბისექსუალობა ყველასთვის ცნობილია. მისი ამჟამინდელი საყვარელიც სწორედ ისეთივე სტილის ქალია, როგორიც ყოფილი საყვარელი, მსახიობი ჯენი შიმიცუ.

კატეგორია: ჭორები | ნანახია: 1141 | დაამატა: Smileyz_xato
სულ კომენტარები: 1
1 Lady_Gaga_N1_Fun  
0
......... ra sisulelea ......... jolly biseqsuali rogoraaa .......... ver arian eseni ....... qmrai yavs da 2 tyupi da viao ......... su gaweda am xalxma ....... sad sad

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]