ბრაიან მოლკო დაიბადა ბრიუსელში, ბელგია 1972 წლის 10 დეკემბერს.ის არის placebo-ს კომპოზიტორი, მთავარი ვოკალისტი და გიტარისტი.მისი მშობლები:მამა იტალიურ ფრანგული ფესვებით, დედა კი შოტლანდიელია.მამის სამსახურის გამო მის ოჯახს მოუწია საცხოვრებელი ადგილის ბევრჯერ შეცვლა, ბრაიანი ცხოვრობდა სხვა და სხვა დროს შოტლანდიაში, ლიბანში, ლიბერიასა და ლუქსემბურგში.იგი სწავლობდა ლუქსემბურგის სკოლაში, სადაც სტეფან ოლსდალიც სწავლობდა. ის არ უყვარდათ სკოლაში, რადგან ის ისეთი არ იყო როგორიც ყველა,როცა ყველა სპორტით იყო დაკავებული, ის უპირატესობას ანიჭებდა მეცადინეობას და თეატრალურ წრეში მოღვაწეობას. 17 წლისამ გადაწყვიტა მსახიობობა, გადავიდა ლონდონში საცხოვრებლად და ჩააბარა გოლდსმიტსის სამსახიობო კოლეჯში.იგი გამოირჩევა არაორდინალური, ანდროგენული იმიჯით, ატარებდა კაბებს და მუდმივად ხმარობს კოსმეტიკას.მუსიკა მთავარი ჰობი იყო ცხოვრებაში, სანამ არ დაიწყო საკუთარი სიმღერების წერა და აღმოაჩინა სიმღერის ნიჭი.სწორედ ამ პერიოდში შეხვდა ბრაიანი სტეფან ოლსდალს, რომელიც ასევე მუსიკით იყო დაინტერესებული მათი შეხვედრა მოხდა ლონდონის ერთ ერთ სადგურზე, ბრაიანმა სტეფანი შეამჩნია და თავის კონცერზე დაპატიჟა ერთ ერთ ლონდონურ კლუბში, სადაც სტივ ჰიუიტთან ერთად უკრავდა.ბრაიანზე დიდი ზეგავლენა მოახდინეს შემდეგმა მუსიკოსებმა თუ ჯგუფებმა: Sonic Youth, Depeche Mode, David Bowie, Iggy Pop, Dead Kennedys, the Beastie Boys, Serge Gainsbourg, PJ Harvey, The Velvet Underground , Joy Division, The Stooges and The Pixies. ბრაიანი უკრავს გიტარაზე, ბასზე,სინტეზატორზე, საქსოფონზე და დრამზე.ასევე რაღაც დროს მუშაობდა დიჯეად სხვა და სხვა კლუბებში. ლუქსემბურგში ცხოვრებისას ფრანგული ძალიან კარგად შეითვისა და ამიტომ აქვს დაწერილი სიმღერები ფრანგულ ენაზეც.ჰიუიტთან და ოლსდალთან ერთად ითამაშა პატარა როლი ფილმში "ხავერდის ოქროს საბადო",სადაც შეასრულა თი.რექსის სიმღერა "20th Century Boy" ბრაიან მოლკო ატარებს ბრიტანული როკ-სცენის ერთ ერთი ყველაზე ექსტრავაგანტული ვარსკვლავის ტიტულს,ეძახიან ladyboy-ის და sexgod_ს, იგი არ მალავს რომ ბისექსუალია.მისი საყვარელი დევიზია "sex, drugs and rocknroll".2005 წელს მას ექს გელფრენდმა გაუჩინა შვილი, კოუდი. ბრაიანი ამჟამად ცხოვრობს ლონდონში, მაგრამ ხშირად პარიზში ატარებს დროს.