პარასკევი, 26.04.2024, 06:11

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2011 » იანვარი » 18 » ელიზაბეტ ჰარლის ყოფილი ქმარი ელიზაბეტის ორეულთან გამოიჭირეს
21:33
ელიზაბეტ ჰარლის ყოფილი ქმარი ელიზაბეტის ორეულთან გამოიჭირეს


ცოტა ხნის წინ ცნობილი მოდელი ელიზაბეტ ჰარლი თავის ქმარს, მილიარდელ არუნ ნაიარს დაშორდა. როგორც დასავლური მედია წერდა, ამის მიზეზი 41 წლის კრიკეტის ავსტრალიელ მოთამაშესთან, შეინ უორნთან გაჩაღებული რომანი იყო.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ შეინი ლიზის ერთგული არ იყო, ამიტომ ლიზმა გადაწყვიტა არუნს დაბრუნებოდა, მაგრამ ის იქ არ დახვდა, სადაც დატოვა.

მილიარდელს დიდხანს არ უნაღვლია. მან ელიზაბეტის შემცვლელი მალევე იპოვნა. ამასთან, ყოფილ მეუღლეზე პატარა ასაკის და მისი მსგავსი. ერთი შეხედვითაც თვალში საცემია 25 წლის კიმ ჯონსონისა და ლიზ ჰარლის მსგავსება.

მოუსვენარი პაპარაცები წყვილს თვალს არ აშორებდნენ. მათ გაარკვიეს, რომ არუნმა და კიმმა სამი ღამე მილიარდელის მდიდრულ სახლში, კენსინგტონში - ლონდონში გატარეს. ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ ჯონსონი და ნაიარი ერთმანეთს საქვეყნოდ კოცნიდნენ.

კიმ ჯონსონზე მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ის ბაკინგემპშირში გაიზარდა და 16 წლის ასაკში სამოდელო სააგენტოში მუშაობდა.

მომზადებულია ambebi.ge-ის მიხედვით.

კატეგორია: ჭორები | ნანახია: 1007 | დაამატა: marika_:):):)
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]