მთავარი » 2011 » თებერვალი » 3 » ელტონ ჯონმა და მისმა ქმარმა შვილი აიყვანეს
15:04 ელტონ ჯონმა და მისმა ქმარმა შვილი აიყვანეს |
საქვეყნოდ ცნობილმა ბრიტანელმა მომღერალმა ელტონ ჯონმა ოცნება აისრულა და მამა გახდა. მან შვილად ბიჭი აიყვანა, რომელიც მას სუროგატმა დედამ გაუჩინა. პატარა ბიჭს ნამდვილი დედა არ ეყოლება: მას ორი მამაკაცი გაზრდის - ელტონ ჯონი და მისი ოფიციალური მეუღლე დევიდ ფერნიში.63 წლის მუსიკოსისა და მისი მეუღლის, კანადელი დიზაინერისა და კინო რეჟისორის ოჯახში, ეს ბავშვი პირველი შვილი იქნება. დაახლოებით ერთი წლის წინ წყვილს 14 თვის ბავშვის აყვანა უკრაინის დონეცკის ოლქიდან სურდა, თუმცა უკრაინული კანონმდებლობა ერთსქესიანი წყვილისთვის ბავშვის მიშვილებას არ ითვალისწინებდა და ამის გამო წყვილმა ბავშვის აყვანა ვერ შეძლო. ახლა სერ ელტონ ჯონი და მისი 43 წლის მეუღლე ბედნიერები არიან. მათ ახალდაბადებულ ბიჭს სახელად ზაქარი ჯექსონ ლივონ ფერნიშ-ჯონი (Zachary Jackson Levon Furnish-John) დაარქვეს. "ზაქარი ჯანმრთელია და თავს ძალიან კარგად გრძნობს. ჩვენ კი ბედნიერი მშობლები ვართ და ამით ვამაყობთ", - განუცხადა "დეილი მეილმა" წყვილს. პატარა ზაქარის მშობლები ერთად უკვე 17 წელია ცხოვრობენ. გაცნობის პირველ წელს მომღერალი თავის საყვარელს ნარკოტიკებისა და ალკოჰოლისგან თავის დაღწევაში დაეხმარა. 2005 წელს კი წყვილმა თავიანთი ურთიერთობა ოფიციალურად დააკანონა.
|
კატეგორია: ჭორები |
ნანახია: 803 |
დაამატა: Smileyz_xato
|
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|