მთავარი » 2011 » მარტი » 5 » ევა ლონგორია კულინარიულ წიგნს გამოუშვებს
13:29 ევა ლონგორია კულინარიულ წიგნს გამოუშვებს |
"სასოწარკვეთილი დიასახლისების" ვარსკვლავი თაყვანისმცემლებს კერძების მომზადებას ასწავლის. მსახიობმა ევა ლონგორიამ ჟურნალ "Sky"-ს მარტის ნომრისთვის მიცემულ ინტერვიუში გადაცხადა, რომ კულინარულ წიგნს გამოუშვებს. ევას მხოლოდ სამსახიობო ნიჭი არ აქვს, ის კარგი დიასახლისიცაა. მსახიობს საჭმელების მომზადება ბავშვობიდან უყვარს, მან ლას-ვეგასში საკუთარი რესტორანიც კი გახსნა. "მზარეულების ოჯახიდან ვარ. დედაჩემმა და დეიდაჩემმა ბავშვობაშივე შემასწავლეს კულინარია. 5 წლის ვიყავი, როდესაც საჭმელი მოვამზადე. მათგან ბევრი რამ ვისწავლე" - ამბობს ევა ლონგორია. კულინარული გამოცდილება ლონგორიამ საკუთარი რესტორნის მენიუს შედგენის დროს გამოიყენა. ამასთან, მსახიობმა ამ მენიუში შესული ყველა კერძის მომზადება თავად იცის. მსახიობის კულინარიული წიგნი "ევას სამზარეულო: მოამზადეთ სიყვარულით ოჯახისთვის და მეგობრებისთვის" აპრილში გამოვა.
|
კატეგორია: სხვა |
ნანახია: 894 |
დაამატა: marika_:):):)
|
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|