მთავარი » 2011 » იანვარი » 19 » Facebook-ის შემქმნელი უგემოვნოდ ჩამცმელი მამაკაცების ათეულში მოხვდა
13:09 Facebook-ის შემქმნელი უგემოვნოდ ჩამცმელი მამაკაცების ათეულში მოხვდა |
ცნობილმა ჟურნალმა Esquire იმ ვარსკვლავების სია გამოაქვეყნა, რომლებიც უგემოვნოდ იმოსებიან. რეიტინგში სოციალურ ქსელ Facebook-ის შემქმნელი მარკ ცუკერბერგიც მოხვდა. "არა აქვს მნიშვნელობა რამდენი ფული გაქვს ან რამდენი ადამიანის საიდუმლო იცი. თუ გსურს, რომ სერიოზულად აღგიქვან, ფორმალურ ღონისძიებებზე სპორტული მაისურით და ჯინსებით არ უნდა გამოცხადდე", - წერს Esquire. თუმცა Esquire-ს მრავალი გლამურული ჟურნალი არ ეთანხმება. აი, რას წერს ცუკერბერგის სტილის შესახებ CNET:"თუ რისკიანი კაპიტალისტი ახალგაზრდა ინტერნეტ-ბიზნესმენს შეხვდება, რომელიც Zegna-ს არაჩვეულებრივ კოსტუმში იქნება გამოწყობილი, ეს მას საეჭვოდ მოეჩვენება. ის აუცილებლად დაინტერესდება, რატომ ხარჯავს ათასობით დოლარს ტანისამოსზე ისეთი პროექტის მფლობელი, რომელიც საწყის სტადიაზე იმყოფება".
|
კატეგორია: სხვა |
ნანახია: 747 |
დაამატა: marika_:):):)
|
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|