ხუთშაბათი, 21.11.2024, 20:28

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2011 » თებერვალი » 12 » ”გრემის” მთავარ პრეტენდენტთა ვინაობა ცნობილია
13:11
”გრემის” მთავარ პრეტენდენტთა ვინაობა ცნობილია

13 თებერვალს ლოს-ანჯელესში მუსიკალური პრემია "გრემის" დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება. ლაურეატები 109 კატეგორიაში გამოვლინდებიან.

ნომინაცია "გრემი - 2011"-ის ლიდერი რეპერი ემინემია. ის ათ ნომინაციაზეა წარდგენილი. ექსტრავაგანტული ლედი გაგა, რომელიც უკვე ორი ოქროს გრამოფონის მფლობელია, ექვს კატეგორიაშია წარდგენილი.

ოთხ ნომინაციაზე არიან წარდგენილნი კეტი პერი და სი ლო გრინი. გარდაცვლილი მაიკლ ჯექსონი ჰიტით "This Is It" წარდგენილია ნომინაციაზე - "მამაკაცის მიერ პოპ-კომპოზიციის საუკეთესო ვოკალური შერულება".

2011 წელს გერმანელი მუსიკოსები ათ კატეგორიაში არიან წარდგენილნი, რუსეთის წარმომადგენლები კი სამ კატეგორიაში.

პრემია ”გრემი” 1958 წელს დაარსდა. მისი შექმნის იდეა პროფესიონალ მუსიკოსებს ერთი წლით ადრე გაუჩნდათ, ვიდრე ტომას ედისონის მიერ გრამოფონის გამოგონების მეოთხმოცე წლისთავს აღნიშნავდნენ. ამას უკავშირდება ჯილდოს ფორმაც "ოქროს გრამოფონი". მისი სახელწოდება "გრემი" კი "გრამაფონისა" და "ემის" (ამერიკის სატელევიზო პრემია) ნაერთია.

დღეს ეს პრემია მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური ჯილდოა. ყოველწლიურად ის სხვადასხვა ჟანრში მოღვაწე მუსიკოსების მიღწევებს აღნიშნავს - დაჯილდოვებისას, პირველ ყოვლისა, შემოქმედება ფასდება და არა კომერციული მიღწევა.

კატეგორია: ჭორები | ნანახია: 753 | დაამატა: Smileyz_xato
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]