მთავარი » 2011 » თებერვალი » 3 » ჰოლი ბერის შვილს ართმევენ
14:59 ჰოლი ბერის შვილს ართმევენ |
ჰოლივუდის მსახიობის ჰოლი ბერი-ს ყოფილმა საყვარელმა კანადელმა მოდელმა გაბრიელ ობრი-მ, რომელსაც ის შარშან დაშორდა, მსახიობის წინააღმდეგ ლოს-ანჯელესის სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მოდელი მათ საერთო ქალიშვილზე ერთობლივ მეურვეობას მოითხოვს....... ეს ამბავი მსახიობმა ახალი წლის წინა ღამეს, 30 დეკემბერს შეიტყო. განქორიწინების შემდეგ წყვილი აცხადებდა, რომ მეგობრებად დარჩნენ და შვილზე მეურვეობის უფლებისთვის ბრძოლას სასამართლოში არ აპირებდნენ. 44 წლის ჰოლი ყოველთვის აცხადებდა, რომ გაბრიელთან ერთად ის ყველაფერს გააკეთებდა, რათა პატარა ნალას თავი კომფორტულად ეგრძნო. ბავშვის მშობლები ერთად დიდ დროს ატარებდნენ და ჰოლი გოგონას მამასთან ხშირად ტოვებდა. ოფიციალურ დოკუმენტებში 2 წლის ნალა მამის გვარზეა გაფორმებული. გაბრიელი სწორედ ამას "ეჭიდება". ჰოლი ბერი-სთან ურთიერთობამ კანადელ მოდელს მსოფლიო პოპულარობა მოუტანა. შარშან გაბრიელმა ჰოლისთან დაშორება გადაწყვიტა, რადგან ასაკობრივი სხვაობის გამო მათ ურთიერთობაში პერსპექტივას ვერ ხედავდა. ჰოლი ბერი ლოს-ანჯელესში ცხოვრობს, გაბრიელი კი - კანადაში. მოდელი განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე დღეა გააქტიურდა, რადგან პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰოლი ბერი ქორწილისთვის ემზადება და მისი საქმრო ფრანგი მსახიობი ოლივიე მარტინესია. ბერის საქმრომ, შესაძლოა, ნალა იშვილოს. ბავშვი ამჟამად დედასთან ცხოვრობს.
|
კატეგორია: ჭორები |
ნანახია: 798 |
დაამატა: Smileyz_xato
|
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|