პარასკევი, 26.04.2024, 15:40

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2010 » სექტემბერი » 27 » ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების ათეული
22:00
ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების ათეული

ჟურნალმა "Forbes" ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების ყოველწლიური რეიტინგი შეადგინა. რეიტინგში პირველი ადგილი ჯონი დეპმა დაიკავა, რომლის შემოსავალი ტიმ ბერტონის ფილმმა "ალისა საოცრებათა ქვეყანაში" 75 მლნ დოლარით გაზარდა. ამჟამად მსახიობის შემოსავალი მლრდ დოლარს შეადგენს.

სიაში მეორე ადგილი კომიკოსმა ბენ სტილვერმა დაიკავა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მან 53 მლნ დოლარი გამოიმუშავა. ამაში მას "მშობლების გაცნობის" მესამე სერიაში მონაწილეობა დაეხმარა.

ლიდერთა სამეულს ტომ ჰენქსი აგვირგვინებს, რომელიც ბოლო ერთი წლის მანძილზე 45 მლნ დოლარით გამდიდრდა.

ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების ათეული ასე გამოიყურება:

1. ჯონი დეპი
2. ბენ სტილვერი
3. ტიომ ჰენქსი
4. ადამ სენდლერი
5. ლეონარდო დიკაპრიო
6. დენიელ რედკლიფი
7. რობერტ დაუნი
8. ტომ კრუზი
9. ბრედ პიტი
10. ჯორჯ კლუნი

კატეგორია: ჭორები | ნანახია: 1096 | დაამატა: Smileyz_xato
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]