პარასკევი, 22.11.2024, 19:48

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 19 » ჯენიფერ ენისტონს საკუთარი სილამაზე თვეში 8000 დოლარი უჯდება
16:27
ჯენიფერ ენისტონს საკუთარი სილამაზე თვეში 8000 დოლარი უჯდება

41 წლის მსახიობს ჯენიფერ ენისტონს სილამაზე ყოველთვიურად რვა ათასი დოლარი უჯდება. როგორც ჩანს, ამ თანხას ჯენიფერი ფუჭად ნამდვილად არ ხარჯავს - მსახიობი 20 წლის გოგონასავით გამოიყურება!

სასიყვარულო ისტორიებში მისი მთავარი მოწინააღმდეგე ანჯელინა ჯოლი სულ უფრო ცუდად გამოიყურება, ჯენიფერის წინაშე კი დრო, თითქოს, უძლურია. ჟურნალმა "ჟარა" გამოძიება ჩაატარა, რათა გაერკვია, თუ როგორ ახერხებს ენისტონი ბრწყინვალე ფორმის შენარჩუნებას.

ჯენიფერის გარემოცვის წევრმა მსახიობის ხარჯებს საიდუმლო ფარდა ახადა. ამგვარად, ენისტონი, ნაოჭებისა და შეშუპებული ადგილების გაქრობის მიზნით, მთელ სხეულზე ზღვის წყალმცენარეების ნიღბებსა და ჟანგბადის პროცედურებს იკეთებს, რაც მას ყოველთვიურად 1200 დოლარი უჯდება.

მსახიობი 600 დოლარს სკრაბ-პროცედურებზე ხარჯავს. პერსონალურ დალაქთან კრის მაკმილანთან ვიზიტი კი 500-600 დოლარი ღირს. მსახიობი ასევე ანტიცელულიტურ სპა-პროცედურებს მიმართავს, რაზეც მას 1000 დოლარი ეხარჯება. 1000-2000 დოლარი ჯენიფერს იოგას ვარჯიშებისთვის სჭირდება, ხოლო 2000 დოლარს ის თავის შეფ-მზარეულს უხდის, რომელიც განსაკუთრებული დიეტური რეცეპტების შესაბამისად კერძებს მხოლოდ ენისტონისთვის ამზადებს.

უზარმაზარი დრო, ძალისხმევა და ფული, რომელსაც ენისტონი სილამაზის შესანარჩუნებლად ხარჯავს, ამაოდ ნამდვილად არ იკარგება. ჯენიფერის ახალგაზრდული გარეგნობა მთელი ჰოლივუდის ჭორების მთავარი თემაა. "ბევრს მიაჩნია, რომ ის მეტისმეტად კარგად გამოიყურება თავის ასაკთან შედარებით და ამგვარი შედეგის მიღწევა შეუძლებელია... ყოველ შემთხვევაში, ექიმების ჩარევის გარეშე", - აცხადებს მსახიობის ერთ-ერი მეგობარი. თავის მხრივ, პლასტიკური ქირურგები ამტკიცებენ, რომ ცხვირის ძგიდეს გასასწორებლად გაკეთებული ორი კოსმეტიკური ოპერაციის გარდა, ჯენიფერის მშვენიერ სახეს სკალპელი არ შეხებია.

"მის ენისტონი ახალგაზრდულ შესახედაობას "მძიმე არტილერიის" გამოყენების გარეშე ინარჩუნებს". სავსებით შესაძლებელია, რომ მომავალში მას სახის კანის გადაჭიმვაც არ დასჭირდეს", - აღნიშნავს ცნობილი ქირურგი რობერტ რეი. მართლაც, ჰოლივუდის "სილიკონის ქალბატონებმა" ჯენიფერით აღფრთოვანება ერთხმად უნდა გამოხატონ. ის ერთმნიშვნელოვნად გამარჯვებულია სილამაზისთვის ბრძოლაში და, რაც მთავარია, ქირურგიის დახმარების გარეშე.

კატეგორია: ჭორები | ნანახია: 788 | დაამატა: Smileyz_xato
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]