ჰოლივუდის 38 წლის ვარსკვლავი კამერონ დიასი ბრიტანული Cosmopolitan-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ”ბევრი შვილის ყოლა მშობლების ეგოიზმზე მეტყველებს, რა საჭიროა ამდენი ”ზედმეტი” ბავში, როცა პლანეტა ისედაც გადატვირთულია მოსახლეობით. ოჯახში მხოლოდ ორი პატარა უნდა იზრდებოდეს”, - ამბობს მსახიობი, რომელსაც სულაც არ სურს შვილი, რადგან ”არ უნდა, ისინი იტანჯებოდნენ”. დიასის ამ თამამმა განაცხადმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, მაგრამ მსახიობი ბოდიშის მოხდას არ აპირებს, რადგან მიაჩნია, რომ ეს მისი პირადი მოსაზრებაა.
”მიმაჩნია, რომ ქვეყნად ბევრი ქალია, რომელსაც სულაც არ სურს ბავშვის გაჩენა, თუმცა ამას ხმამაღლა ვერ ამბობს, რადგან ოდითგანვე მიღებულია, რომ ქალი უნდა გათხოვდეს და ბავშვი გააჩინოს, მას კი ვინც ამ კატეგორიაში არ ეწერება უიღბლოებად და ეგოისტებად მიიჩნევენ. მაგრამ საბედნიეროდ დროთა განმავლობაში შეხედულებები იცვლება და კიდევ უფრო ბევრი ქალბატონი უღელში შებმას არ ჩქარობს”, - დასძინა მსახიობმა.
კითხვაზე ნუთუ არცერთი ბავშვის გაჩენა არ სურს, დიასმა განაცხადა: ”თუ ოდესმე შვილი მომინდება ხელოვნური განაყოფიერების გზით ვიყოლიებ. ახლა, ხომ ბავშის გასაჩენად სულაც არ არის საჭირო ქმარი”.
როგორც ჩანს, ქორწინების თემა დიასისათვის აქტუალურია, რადგან ამ საკითხზე კომენტარი ბრიტანული ჟურნალი More-თვისაც გააკეთა:
”ეშმაკს არ სძინავს, ვინ იცის იქნებ მეორე მეგადედა გავხდე, რომელიც ერთბაშად ცხრა შვილს გააჩენს და ამით ნადია სულეიმანის დამყარებულ მსოფლიო რეკორდს მოხსნის, ან ბავშვებს ვიშვილებ ჯოლის მსგავსად, ასე რომ ნამდვილად არ ვიცი, ხვალ რა მოხდება ”.
ბოლო წლებში დიასს რამდენიმე თაყვანისმცემელი ჰყავდა, თუმცა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა რომ ”იმას არ ირჩევს, ვისი არჩევაც საჭიროა”.