მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 19 » კეტი პერი ყველაზე სექსუალურ ქალად აღიარეს
16:59 კეტი პერი ყველაზე სექსუალურ ქალად აღიარეს |
ბრიტანული გამოცემა OK!-ის ვებ-საიტმა მკითხველებს შორის გამოკითხვა ჩაატარა და გაარკვია, რომელ ცნობილ ადამიანს მიიჩნევენ ისინი ყველაზე სექსუალურად. სიაში სულ ათი ვარსკვლავი აღმოჩნდა - მომღერლები, ტელეწამყვანები და მსახიობები. ჟურნალის რეიტინგის სათავეში მომღერალი და საკუთარი სიმღერების ავტორი კეტი პერი აღმოჩნდა. პერისთვის 2010 წელს ეს უკვე მეორე მსგავსი მიღწევაა - მაისში მამაკაცების ჟურნალმა Maxim პერი პლანეტის ყველაზე სექსუალურ ქალბატონად დაასახელა. OK!-ის რეიტინგის მეორე ადგილი ვამპირული საგა "ბინდის" ვარსკვლავმა 20 წლის ამერიკელმა მსახიობმა კრისტენ სტიუარტმა დაიკავა. მესამე კი - "წლის ქალბატონის" ტიტულის მფლობელმა ბრიტანელმა მომღერალმა და ტელეწამყვანმა შერილ კოულმა. ყველაზე სექსუალური ცნობილი ადამიანების ათეული შემდეგნაირად გამოიყურება: 1. კეტი პერი 2. კრისტენ სტიუარტი 3. შერილ კოული 4. ჯენიფერ ენისტონი 5. კიმ კარდაშანი 6. ჯენიფერ ლოპესი 7. მეგან ფოქსი 8. კელი ბრუკი 9. ჯესიკა ბილი 10. ჰოლი უილოუბი
|
კატეგორია: ჭორები |
ნანახია: 843 |
დაამატა: Smileyz_xato
|
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|