ქალის რძისგან დამზადებული ნაყინი, რომელიც ლონდონში, კოვენტ-გარდენის ერთ-ერთ კაფეში იყიდებოდა, გაყიდვიდან ამოიღეს. ამის მიზეზი ნაყინის ხარისხია.
ნაყინი გაყიდვიდან საზოგადოების მიმართვის საფუძველზე ამოიღეს. კვების სტანდარტებისა და ჯანდაცვის ორგანოებმა ახლა ნაყინის სარგებლიანობა უნდა დაადგინონ. ქალაქის საბჭომ ნაყინი გაყიდვიდან მას შემდეგ ამოიღო, რაც საბჭოში მოქალაქეებისგან საჩივარი შევიდა.
”თუკი ჩვენს ნაყინს აკრძალავენ, დედებთან ერთად, რომლებიც ამ იდეას მხარს უჭერენ, პროტესტს გამოვთქვამ”, - აცხადებს მაღაზიის მფლობელი.
ქალის რძისგან დამზადებული ნაყინი ” Baby Gaga”, ლონდონში გაყიდვაში რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა. ნაყინი ქალის რძისგან, მადაგასკარული ვანილისგან და ლიმონის ცედრისგანაა დამზადებული.
ყოველმა ქალბატონმა, რომელმაც რძე ჩააბარა, 10 უნცია რძის სანაცვლოდ 15 ფუნტი სტერლინგი მიიღო. ერთ დღეში 36 დონორი ქალბატონი გამოჩნდა. დონორებმა წინასწარ აუცილებელი ანალიზებიც ჩაიტარეს, ისევე როგორც ამას სისხლის დონორები აკეთებენ.
ეგზოტიკური სასუსნავი მაღაზიაში 14 ფუნტად იყიდებოდა.