ამერიკელი მომღერალი, მოცეკვავე, სიმღერების ავტორი და დიჯეი Lady Gaga,
ანუ სტეფანი ჯოანა ანჯელინა გერმანოტა 1986 წლის 28 მარტს მანჰეტენზე
დაიბადა. მუსიკით ბაშვობიდან დაინტერესდა. 4 წლისა დამოუკიდებლად
ფორტეპიანოზე უკრავდა. მალე კი, საბავშვო მაგნიტოფონზე მაიკლ ჯექსონის და
სინდი ლაუპერის სიმღერებს იწერდა...
სტეფანი მანჰეტენის სკოლაში
„Convent Of The Sacred Heart", დებთან - ჰილტონ და ქეროლაინ კენედებთან
ერთად სწავლობდა. საშუალო განათლების მიღების შემდეგ, სწავლა სამხატვრო
სკოლაში „Tisch School of the Arts" განაგრძო. 14 წლის ასაკში ის
ნიუ-იორკის კლუბში „Bitter End" და სკოლის თეატრის სცენაზე „Regis High
School Repertory", ანსამბლში - „Regis Jazz Band" მღეროდა. 2006
წელს, სტეფანი მუსიკალურ პროდიუსერთან, რობ ფუზარისთან იწყებს მუშაობას,
რომელთანაც რამდენიმე პოპულარული სიმღერა - „Beautiful, Dirty, Rich",
„Dirty Ice Cream", „Disco Heaven" ჩაწერა. სწორედ ამ პერიოდში, იგი
პირველად იყენებს ფსოვდონიმს „Lady GaGa" (ჯგუფის „Queen" სიმღერიდან
„Radio Ga-Ga").
პირველი კონტრაქტი ლედიმ „Def Jam"-თან გააფორმა.
2008 წელს კი, კონტრაქტს ლეიბლთან „Interscope Records", სიმღერების
ავტორის სტატუსით აფორმებს. Lady GaGa-ს მასალას ისეთი შემსრულებლები
იყენებდნენ, როგორებიც არიან: „Fergie", „Pussycat Dolls", ბრიტნი სპირსი
და „New Kids on the Block".
სტეფანის ვოკალურ და თეატრალურ
შესაძლებლობებზე დიდი გავლენა რეპერმა ეიკონმა მოახდინა. 2008 წელს სტეფანი
ლოს-ანჯელესში , სადებიუტო ალბომზე „The Fame" იწყებს მუშაობას, რომელიც
კანადაში, ავსტრალიაში და რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში აგვისტოში გამოვიდა.
2009 წლის 18 თებერვალს, გაგა ბრენდონ ფლაუერსთან („Killers" და
„Pet Shop Boys") ერთად, „Brit Awards"-ის დაჯილდოების ცერემონიალზე
გამოვიდა. სტეფანის პირველი ტურნე 2009 წლის 12 მარტს დაიწყო და
კრიტიკოსების დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
დისკოგრაფია:
- „Just Dance"
- „The Cherrytree Sessions"
- „Paparazzi"
- „Beautiful, Dirty, Rich"
- „The Fame"
- „Poker Face"
- „LoveGame"
|