10 წლის მარია არაგონი "იუთუბის" აღმოჩენად ლედი გაგას სიმღერის "Born this way" შესრულების შემდეგ იქცა. ეს სიმღერა უკვე 13 მლნ-ზე მეტმა მომხმარებელმა მოისმინა. მათ შორის, თავად ლედი გაგამაც, რომელიც მარია არაგონით იმდენად აღფრთოვანდა, რომ დუეტის ჩაწერა შესთავაზა.
"ამ გოგონას მოსმენისას ცრემლებს ვერ ვიკავებ. მარია არაგონს დიდი მომავალი აქვს", - დაწერა ლედი გაგამ "ტვიტერის" ბლოგში.
პატარა შემსრულებელი უკვე ლედი გაგასთან ერთად ტორონტოში კონცერტზე სიმღერის შესასრულებლად ემზადება: "ძალიან ვღელავ, ლედი გაგა ხომ ნამდვილი ვარსკვლავია," - აცხადებს ის.