ამერიკელმა პოპ-მომღერალმა ლედი გაგამ, 18 მაისს მონტე-კარლოში „World Music Awards"-ის დაჯილდოების ცერემონიალზე 5 ჯილდო მოიპოვა.
შემსრულებელმა გაიმარჯვა ნომინაციებში „საუკეთესო დებიუტი", „საუკეთესო
როკ-პოპ-არტისტი" და აგრეთვე სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში ყველაზე
გაყიდვად არტისტად დასახელდა. გარდა ამისა, ლედის თრექი „Poker Face", წლის სინგლად, ფირფიტა - „The Fame" კი, წლის ალბომად დასახელდა.
ამერიკულმა ჯგუფმა „Black Eyed Peas", პოპის, R&B და ჰიპ-ჰოპის ჟანრში საუკეთესო არტისტის წოდების მფლოებელი გახდა. საუკეთესო როკ-ჯგუფი - „U2". დევიდ გუეტა კი, საუკეთესო პროდიუსერად და დიჯეიდ აღიარეს. „საუკეთესო კლასიკური არტისტის" სტატუსი კი, ანდრეა ბოჩელმა დაიმსახურა.
სპეციალური ჯილდო „როკ-ლეგენდა" ჯგუფის „The Scorpion" წევრებს გადაეცათ. ხელოვნებაში შეტანილი ღვაწლისთვის კი, ჯენიფერ ლოპესი დაჯილდოვდა.