ხუთშაბათი, 21.11.2024, 19:31

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2011 » მარტი » 6 » ლედი გაგამ პარიზის მოდის კვირეულში მიიღო მონაწილეობა
10:32
ლედი გაგამ პარიზის მოდის კვირეულში მიიღო მონაწილეობა

ლედი გაგამ პარიზის მოდის კვირეულში მიიღო მონაწილეობა. გაგამ ცნობილი დიზაინერის ტერი მიუგლერის კოსტიუმები წარმოადგინა. მანამდე მომღერალმა მოდელობის გამოცდილება იტალიელი სტილისტის ნიკოლა ფორმიჩეტის არაორდინარული ტანსაცმლის დემონსტრირებით შეიძინა.

ჩვენებამდე 1 დღით ადრე ლედი გაგამ მისი გამოსვლის შესახებ ფანებს "ტვიტერის" საშუალებით აუწყა, რის შემდეგაც მომღერლის თაყვანისმცემლებმა სპორტულ კომპლექსს, სადაც დეფილე უნდა ჩატარებულიყო, ფაქტობრივად, ალყა შემოარტყეს.

მიუხედავად იმისა, რომ გაგა მოკრძალებით არ გამოირჩევა, ჩვენების წინ მაინც ნერვიულობდა.

რაც შეეხება ნიკოლა ფორმიჩეტის, ის პოპ-დივას დიდი ხნის ნაცნობია და მომღერლის უამრავი არაორდინარული კოსტუმის დიზაინერიცაა. სწორედ მას ეკუთვნოდა ლედი გაგას ცნობილი ხორცის კაბა, რომელმაც "ბრითიშ ფეშენ ევარდსზე" იზაბელა ბლოუს პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა.




კატეგორია: ჭორები | ნანახია: 944 | დაამატა: Smileyz_xato
სულ კომენტარები: 1
1 Lady_Gaga_N1_Fun  
0
............ chemi ulamazesi .......... heart heart heart heart heart

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]