ხუთშაბათი, 21.11.2024, 19:22

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2011 » მარტი » 8 » ლედი გაგას ბიოგრაფიული წიგნი გამოვიდა
21:09
ლედი გაგას ბიოგრაფიული წიგნი გამოვიდა

ჯონ მორგანმა ლედი გაგას ბიოგრაფიული წიგნი გამოსცა. მასში მომღერლის ყველა ის საიდუმლოა გამხელილი, რომლებზეც საზოგადოებას აქამდე წარმოდგენაც არ ჰქონდა. წიგნში ლედი გაგას პირადი ფოტოალბომიდან ამოღებული სურათებიც შედის.

ლედი გაგა 1986 წლის 28 მარტს დაიბადა. მისი ნამდვილი სახელი სტეფანი ჯოან ანჯელა ჯერმანოტაა. მისი მშობლები ვერასოდეს წარმოიდგენდნენ, რომ მათი შვილი ამერიკის პოპ-ვარსკვლავი, მოცეკვავე, დიჯეი, კომპოზიტორი და უამრავი ჯილდოს მფლობელი გახდებოდა.

სტეფანი მუსიკით ადრეული ბავშვობიდან იყო გატაცებული. 4 წლის ასაკში ფორტეპიანოზე დაკვრა დამოუკიდებლად ისწავლა. სულ მალე კი მაიკლ ჯექსონისა და სინდი ლაუპერის სიმღერების ჩაწერა მაგნიტოფონზე დაიწყო.

უფროს კლასებში სწავლისას ლედი გაგამ მამამისთან სანაძლეო დადო, რომ ერთ წელიწადში წარმატებას მიაღწევდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კვლავ სკოლაში დაბრუნდებოდა, მამამ - წააგო.

ლედი გაგა ნარკოტიკებსაც ეტანებოდა. მისი თქმით, სურდა, მიკ ჯაგერსა და ენდი უერჰოლს დამსგავსებოდა. კოკაინისთვის თავის დანებება გაგას მისი 19 წლის დეიდის სიკვდილმა გადააწყვეტინა, რომელიც ნარკოტიკების ზედმეტი დოზით გარდაიცვალა.

კატეგორია: ჭორები | ნანახია: 1051 | დაამატა: Smileyz_xato
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]