ხუთშაბათი, 25.04.2024, 11:25

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2010 » სექტემბერი » 24 » ლედი გაგა ხორცის კაბით უგემოვნოდ ჩაცმული ვარსკვლავების სიის ლიდერია
17:45
ლედი გაგა ხორცის კაბით უგემოვნოდ ჩაცმული ვარსკვლავების სიის ლიდერია

WENN.com–ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის რეიტინგის მიხედვით, ცნობილ ადამიანებში მომღერალი ლედი გაგა ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმულ ადამიანად აღიარეს.
ვარსკვლავების ანტირეიტინგი MTV Video Music Awards-ის დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ შედგა.
ლედი გაგა სადღესასწაულო ცერემონიალზე დიზაინერის, ფრანკ ფერნანდესის მტკიცებით, უმი ხორცისგან შეკერილი კაბით წარსდგა მაყურებლის წინაშე. ხორცის სამოსის გარდა, მომღერალს ქუდი და ფეხსაცმელი ეცვა, რომლებიც აგრეთვე ხორცისგან იყო შეკერილი. ხელში კი ვარსკვლავს იმავე მასალისგან დამზადებული ხელჩანთა ეკავა.
გამოკითხვა პორტალმა WENN.com, MTV Video Music Awards-ის ცერემონიალის დასრულების შემდეგ ჩაატარა. გამოკითხვის შდეგების მიხედვით ლედიმ ხმების 55% დააგროვა.
ანტირეიტინგში მეორე პოზიცია დაიკავა მსახიობმა ლინდსეი ლოჰანმა (ხმების 17%), მესამე საპატიო ადგილი კი, წილად ექსტრავაგანტული სამოსით ცნობილ მომღერალს ქეით პერის ერგო. სიის მეოთხე პოზიციაზე ხმების 12% რაოდენობით რიანა განთავსდა, მეხუთე კი - გვენ სტეფანის (2%).
აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინ, ლედი ჟურნალმა „Vanity Fair“, საუკეთესოდ ჩაცმულ ქალბატონად დაასახელა.

კატეგორია: lady gaga | ნანახია: 1552 | დაამატა: Smileyz_xato
სულ კომენტარები: 1
1 Lady_Gaga_N1_Fun  
0
.......... o nu shteroben ra ...... kritikosebma daasaxeles yvelaze gemovnebianad da jurnali ras tvlis ar mainteresebs tan pirveli adamiani iyo romelsac namdvili xorcis tanissamosi ecva ramac kritikosebshi didi gakvirveba da siamovnebac gamoiwvia da moewonat aseti egstravagantuli stili ....... chemi qali yvelaze yvelaze originaluria ........ angry angry heart heart heart

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]