გაგა, რა თქმა უნდა, ცრუობდა, როდესაც ამბობდა, რომ მას სექსი არაფერში სჭირდება და მთელ თავის დაუხარჯავ ენერგიას მაყურებელს გადასცემს.
მომღერალი გათხოვებას აპირებს, რა თქმა უნდა, მას უკვე დიდი ხანია რჩეული ჰყავს - ლუკ კარლი. ქორწილი დეკემბრისთვის არის დანიშნული, როდესაც ლედი გაგას ტურნეს ევროპული ნაწილი დასრულდება. ქორწილისთვის ეს საუკეთესო დროა.
როგორც მომღერლის გარემოცვის წევრები ამბობენ, ლედი გაგა ციხესიმაგრეში ზღაპრულ საქორწინო ცერემონიაზე ოცნებობს.
"ეს მისი ბავშვობის ოცნებაა. მას ძალიან უნდა, რომ ყველაფერი ლამაზად იყოს და ახლა ქორწილისთვის შესაფერის ადგილს ეძებს - ჩრდილოეთ ინლისში, ან შოტლანდიაში".
ექსცენტრიულ მომღერალს ასევე სურს, რომ სტუმრები მის ქორწილში ცხენშებმული ეტლებით მივიდნენ. რაც ყველაზე საინტერესოა, როგორი საქორწინო კაბა ეცმევა ლედი გაგას, ჯერჯერობით უცნობია.