ოთხშაბათი, 24.04.2024, 10:21

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2011 » თებერვალი » 23 » ლეიდი გაგა ამერიკულ შოუ "დილა მშვიდობისა ამერიკა" პრეზერვატივის ფორმით გამოცხადდა =D=D=D
14:20
ლეიდი გაგა ამერიკულ შოუ "დილა მშვიდობისა ამერიკა" პრეზერვატივის ფორმით გამოცხადდა =D=D=D

24 წლის მომღერალი ლედი გაგა საზოგადოების გაკვირვებას განაგრძობს. ამჯერად ვარსკვლავი მაყურებლების წინაშე პრეზერვატივის კაბით გამოჩნდა. ტელეკომპანია ABC-ის დილის გადაცემაში - ”დილა მშვიდობისა, ამერიკა”, ლედი გაგა მაყურებელს სექსზე ესაუბრა და პრეზერვატივის გამოყენება მოუწოდა.

”დღეს მე პრეზერვატივის კაბაში ვარ გამოწყობილი, იმიტომ რომ უსაფრთხო სექსის თემაზე მინდა ვისაუბრო. მსოფლიოს ყველა ქალბატონი ფრთხილად უნდა იყოს, იმიტომ რომ შიდსს სულ უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე ეწირება”, - განაცხადა ლედი გაგამ.

ლედი გაგა მიიჩნევს, რომ სექსზე ყოველთვის ღიად უნდა საუბრობდნენ და რომ ამ თემას არ უნდა ედოს ტაბუ. ის მშობლებს მოუწოდებს, უფრო გახსნილნი იყვნენ შვილებთან.

 ”მინდა, რომ მშობლები ბავშვებს ესაუბრონ უსაფრთხო სექსზე და მცირე ასაკიდანვე მიაწოდონ ინფორმაცია შიდსისა და სხვა ვენერიული დაავადებების შესახებ. ასე მოიქცა დედაჩემი და მე ამისთვის მისი მადლობელი ვარ”, - განაცხადა მომღერალმა.

 




კატეგორია: ჭორები | ნანახია: 742 | დაამატა: Smileyz_xato
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]