”ოსკარის” მითქმა-მოთქმა უკვე წარსულში დარჩა. გამარჯვებულებიც შევაქეთ და დამარცხებულების დარდებიც გავიზიარეთ. ახლა კი წითელი ხალიჩის სკანდალების დროა.
მადონა - რა თქმა უნდა, მისგან უფრო დიდი აურზაური გვახსოვს, მაგრამ ბევრი ვარსკვლავი ხომ არ ჩნდება ”ოსკარის” დაჯილდოების ცერემონიალზე შავ ბოდეზე მოსხმული ატლასის ნაჭრის ნაგლეჯითა და ბეწვით.
ეს მხოლოდ მადონას თუ მოუვიდოდა თავში.
ის ყველაზე პრესტიჟულ კინოდაჯილდოებაზე 14 წლის ქალიშვილთან, ლურდესთან ერთად გამოცხადდა.
52 წლის მომღერალმა ყურადღება სწორედ ჩაცმულობით მიიპყრო - ის, რაც, როგორც წესი, ქალებს კაბის ქვეშ აცვიათ-ხოლმე, მადონას სახალხოდ ჰქონდა გამომზეურებული.
ფოტოგრაფების ყურადღებამ მისი შვილი ძალიან შეაწუხა, თავად მადო კი არაფერს იმჩნევდა. პირიქით, კმაყოფილი ჩანდა მოვლენების ცენტრში ყოფნით.
პოპდედოფალმა შვილის ჩაცმულობაზეც იზრუნა - გოგონას იმდენად მოკლე კაბა ეცვა, არანაკლებ გაოცებას იწვევდა.
შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ მადონამ მიზანს მიაღწია - მთელი სამყარო ახლა მის ჩაცმულობაზე ლაპარაკობს.