ხუთშაბათი, 28.03.2024, 19:54

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » მაიკლ ჯექსონის ექიმის სასამართლო პროცესს გადაიღებენ
20:30
მაიკლ ჯექსონის ექიმის სასამართლო პროცესს გადაიღებენ

ლოს-ანჟელესის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მაიკლ ჯექსონის არაგანზრახ მკვლელობაში ბრალდებული ექიმის კონრად მიურეს პროცესს გადაიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო "ეხო მასკვი" ავრცელებს.

პოპმუსიკოსის კარდიოლოგის სასამართლო პროცესი 2011 წლის 24 მარტს დაიწყება. გადამღებ ჯგუფებს მკაცრ მოთხოვნებს წაუყენებენ, რათა სხდომის მიმდინარეობას ხელი არ შეეშალოს.

პოპმუსიკის მეფედ აღიარებული მაიკლ ჯექსონი 2009 წლის 25 ივნისს 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. გამოძიების მონაცემებით, მომღერლის სიკვდილი ძლიერმოქმედი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატის - პროპოფოლის გადაჭარბებულმა დოზამ გამოიწვია.

ოფიციალური ბრალდება მიურეს 25 იანვარს წაუყენეს. ამჟამად ის გირაოს სახით - 75 ათასი დოლარის გადახდის სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

"ინტერპრესნიუსი"

კატეგორია: სხვა | ნანახია: 679 | დაამატა: marika_:):):)
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]