18 ივლისს სანტ-ლუისში გამართულ ''მონსტერ ბალზე'' კრიმინალისტების დაჯგუფება აპირებდა აჯანყებულიყო ლეიდი გაგას და მისი ფანების წინააღმდეგ. მომღერალმა წერილობით შეატყობინა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ფანებს. დაჯგუფება თავს ''ეკლესიის წარმომადგენლებად ასაღებდა, გაგას ''უწმინდურ, ეშმაკისეულ, სატანას'' უწოდებდენ , მის ფანებს კი ''გარყვნილ მათხოვრებს '' , ასევე დაჯგფება ნარკოტიკების მოხმარებისაკენაც მოუწოდებდა. ლეიდი გაგამ შემდეგი მამართვა დაუტოვა ''პატარა მონსტრიკებს '' თვითერზე: ვიცი, ბოროტ ძალას ვერაფერი შეაჩერებს სიყვარულის გარდა, ამიტომაც მინდა, გავაფრთხილო ჩემი პატარა მონსტრიკები იმ საპროტესტო აქციის შესახებ, რომელიც გამართება ჩემს კონცერტზე, სანტ-ლუისში.ჩვენ აქამდეც შეგვხვედრია ასეთი ორგანიაზციები, მაგრამ ეს იმათგან ყველაზე დაუნდობელი და სასტიკია. ისინი ქადაგებენ აკრძალული აბების მოხმარებას და ასევე ავრცლებენ ფოტოებს, სადაც ძალადობის სცენებია გამოსახული. მე მინდა დაგიცვათ ყველაფერი ამისგან ! ისინი ავრცელებენ სიძულვილს, მათ შეუძლიათ რომ შექმნან ჩვენს ''ოჯახში '' ურთიერთ დაპირისპირება და დაგვაშორონ ეერთმანეთს. მაგრამ ჩვენ ჩვენს ''მონსტერ ბალზე '' სიყვარულს და ურთიერთგაგებას ვიქადაგებთ.ძალიან გთხოვთ ჩემო პატარებო, არ დახარჯოთ არანიარი ემოცია მაგ მოძალადე კრიმინალისტებზე. არანაირი ყურადღება არ მიაქჩიოთ მათ, დააიგნორეთ მათი პროვოკაციები, არ ეცადოთ მათთან ჩხუბი. წუთიც კი არ დაკარგოთ მათზე, თქვენ მათზე ბევრად ბედნიერები ხართ,თქვენ უფრო მეტად გაგიმართლათ. უბრალოდ გულში ილოცეთ მათთვის. რათქმაუნდა , მე პატივს ვცემ სხვის გადაწყვეტილებას, არ მაქვს არანაირი უფლება, გავაკრიტიკო სხვისი შეხედულება , რელიგია თუ პოლიტიკა, მაგრამ მე მინდა ჩემმა შვილებმა იცოდნენ ჩემი თვალსაზრისი ამ ფაქტის შესახებ, რადგან მე ამ დაჯგუფებას მეტად საშიშად და ბოროტმოქმედად ვთვლი. არაფრის შეგეშინდეთ ჩემო საყვარლებო, უფლის მადლიერი იყავით იმისთვის, რომ გულში არ ატარებთ იმ სიძულვილს , რომელსაც ისინი ატარებენ, და იმისთვის რომ ჩვენ ერთმანეთი გვყავს. ამის შემდეგ ლუისში მართლაც გაიამრთა კონცერტი, მონსტრიკები კი ისე მოიქცნენ, როგორც გაგამ სთხოვა და საბედნიეროდ კრიმინალისტების ჯგუფმა ვერაფერი დააკლო მათ. მთელი კონცერტი გაგა და მონსტრიკები მღეროდნენ მეგობრობაზე და სიყვარულზე და ესაუბრებოდნენ ერთმანეთს ამის შესახებ. კონცერტის შემდეგ კი გაგას საკუთარ თვითერზე დაწერა : '' დღეს სიყვარული და სიძულვილი შეხვდა ერთმანეთს. სიყვარულმა აჯობა სიძულვილს პოეტურ ერთეულებში. სიძულვილი წავიდა. სიყვარული კი დარჩა. და ჩვენ ვმღეროდით ერთად. ! ''
|