პარასკევი, 29.03.2024, 14:36

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2010 » აგვისტო » 25 » "მის სამყარო 2010"-ის ტიტულს მექსიკელი კონკურსანტი, ხიმენა ნავარეტე დაეუფლა.
10:59
"მის სამყარო 2010"-ის ტიტულს მექსიკელი კონკურსანტი, ხიმენა ნავარეტე დაეუფლა.


"მის სამყარო 2010"-ის ტიტულს მექსიკელი კონკურსანტი, ხიმენა ნავარეტე დაეუფლა.

გამარჯვებული ლას-ვეგასში გუშინ, ღამით გამოვლინდა. "ვიცე-მის სამყაროს" ტიტული იამაიკელ იენდი ფილიპსს ერგო. "მის ფოტოგენურობა" ტაილანდელი კონკურსანტი გახდა. ჟიურიმ ყველაზე მაღალი შეფასებაც მის ნაციონალურ კოსტიუმს მისცა.

ტიტული "მის კონგენიალობა" წელს ავსტრალიელმა კონკურსანტმა, ჯესინტა კემპბელმა დაიმსახურა. კემპბელი გახდა მეორე "ვიცე-მის სამყაროც", ხოლო მესამე "ვიცე-მისის" ტიტული ჟიურიმ უკრაინელ ანა პოსლავსკაიას მიაკუთვნა.

კონკურსში სულ 80 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. საქართველოს "მის სამყაროზე" ნანუკა გოგიჩაიშვილი წარმოადგენდა.

კონკურსზე გოგონებმა ნაციონალური, საღამოს კაბები და საცურაო კოსტიუმების ჩვენება წარმოადგინეს. საუკეთესო ხუთეულმა ჟიურის კითხვებსაც უპასუხა.

2009 და 2008 წელს "მის სამყაროს" ტიტული ვენესუელას წარმომადგენლებმა დაისაკუთრეს. 2007 წელს კი ეს ტიტული იაპონელ კონკურსანტს ერგო.

კონკურსი, რომლის ჩატარების უფლებას ცნობილი ამერიკელი მილიარდელი დონალდ ტრამპი ფლობს, 1952 წლიდან იმართება. ”მის სამყაროს” ტიტული კონკურსის ისტორიის მანძილზე ყველაზე ხშირად (7-ჯერ) აშშ-ის წარმომადგენელს ერგო.



































კატეგორია: სხვა | ნანახია: 1100 | დაამატა: Lady_Gaga_N1_Fun
სულ კომენტარები: 1
1 Lady_Gaga_N1_Fun  
0
..... rato dzaan magari gogoa ........ gushin rac vuyure martla yvelas jobda da dzaan lamazicaaa ......... smile smile

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]