მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 7 » მოდელი თუ დიზაინერი? ჰეიდი კლუმი ნიუ-ბალანსთან თანამშრომლობს
22:28 მოდელი თუ დიზაინერი? ჰეიდი კლუმი ნიუ-ბალანსთან თანამშრომლობს |
ჰეიდი კლუმმა, რომელმაც შოუდან "პროექტი:პოდიუმი" ათეულობით დიზაინერი "გამოზარდა", თავადაც გადაწყვიტა ძალები ახალ ამპლუაში მოესინჯა. მოდელი New Balance-ისთვის სპორტულ სამოსს შექმნის. სხვათა შორის ეს მის კარიერაში დიზაინერობის პირველი გამოცდილება როდია, ის Jordache-თან და Birkenstock-თანაც თანამშრომლობდა. ჰეიდის თქმით მისი სადებიუტო სპორტული კოლექცია განკუთვნილია საქმიანი მანდილოსნებისთვის, ვისაც სურვილი აქვს გამოიყურებოდეს "მოდურად და კომფორტულად". კოლექცია ოქტომბრის შუა რიცხვებიდან გაიყიდება. სარეკლამო კამპანიის ავტორი კი რანკინი იქნება.
|
კატეგორია: ჭორები |
ნანახია: 756 |
დაამატა: Smileyz_xato
|
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|