სამსახიობო კარიერა უკვე ექვსი წლის ასაკში სელენა გომეზმა თავისი პირველი კასტინგი გაიარა, შვიდი წლისას კი დაიწყო მუშაობა შოუში "ბერნი და მისი მეგობრები",სელენა აქ გომეჩნდა მეშვიდე და მერვე სეზონში ,სადაც ითამაშა თავის მეგობარ დემი ლოვატოსთან ერთად, მას შემდეგ რაც კასტინგი მოუგო 1400 პრეტენდენტს. უნდა ავღნიშნოთ, რომ აქ მნიშვნელოვანი როლი მენდიმ ითამაშა.ამის შემდეგ ის სარეკლამო აგენტებმა შენიშნეს.სელენა სათამაშოებს,მაღაზიებს და საოჯახო რესტორნებს უკეთებდა რეკლამას. 2004 წელს, როდესაც ის 12 წლის იყო, სელენამ გაიარა კასტინგი უოლტ დისნეის სტუდიაში , რის შემდეგაც გამოჩნდა წარმატებულ დისნეის პროექტებში, მაგალითად ტელესერიალში "ჰანა მონტანა", როგორ გაიარა ამ საბედისწერო სელენასთვის კასტინგმა, ისტორიას არ ყვება, მაგრამ როგორც ჩანს, დედის განათლებამ და გამოცდილებამ ხელი შეუწყო. ყველანაირად, საოცარია, რომ მორცხვმა გოგონამ, გადაღებების პატარა გამოცდილებით გაიმარჯვა კონკურში ბევრად გამოცდილ და წარმატებულ კონკურენტზე.
"ჩვენ მოგვიყვანეს კალიფორნიაში, – იხსენებს სელენა გომეზი. – მე ვიყავი ძალიან მორიდებული და შებოჭილი. შემოვედი ოთახში, რომელშიც ძალიან ბევრი ადამიანი იყო – რეჟისორები და პროდიუსერები. მე ვხდებოდი, რომ ვეჯიბრები გოგონებს, რომლებიც ჩემზე გამოცდილები და საკუთარ თავში დარწმუნებულები იყვნენ. მე ვერ ვხდები, როგორ გავიარე ის კასტინგი."
გამოცდილმა მსახიობმა, მოაწყო მთელი შოუ მოედანზე, სადაც კასტინგი ტარდებოდა. სელენას მაშინ შეუსრულდა 7 წელი და დედამ მოუწყო მას გრანდიოზული დღესასწაული.
2008 წელს სელენამ ითმაშა ფილმში "კიდევ ერთი ისტორია კონკიაზე".2009 წელს "პრინცესას დაცვის პროგრამაში",სადაც ასევე დემი ლოვატოსთან ერთად მონაწილეობდა.2007-2010 წლებში სერილში "ჯადოქრები უივერლიდან",რომელმაც ერთ დროს ჰანა მონტანას რეიტინგსაც კი გადაუსწრო.2010 წელს "რამონა&ბიზუსი".ასევე სელენას მალე ვიხილავთ სერიალებში "Monte Carlo" და "What Boys Want"/"რა სურთ ბიჭებს".
Teen choice awards 2009-ზე სელენამ ფილმისთვის "პრინცესას დაცვის პროგრამაში" საუკეთესო ქალი ტელევარსკვლავის პრიზი მოიგო,ხოლო Alma award 2009-ზე კი სერიალისთვის "ჯადოქრები უივერლიდან" საუკეთესო კომედიური მსახიობის პრიზი მოიპოვა და ა.შ
მუსიკალური კარიერა [რედაქტირება]
მუსიკალური კარიერა
სელენას მუსიკალური წამოწყება კრახით დასრულდა.პირველი სიმღერა Falling down ბილბორდის ცხელ ასეულში 93-ე ადგილზე აღმნოჩნდა[1],შემდეგ 83-ეზე გადმოინაცვლა,მაგრამ მაინც ვერაფერი შედეგია.საბოლოოდ ეს სინგლი საერთოდ გაქრა ჩარტებიდან.სადებიუტო ალბომი Kiss&Tell მოულედნელად ბილბორდ 200-ში მე-9ადგილზე აღმოჩნდა ,მაგრამ 2 კვირაში 25-ეზე გადმოინაცვლა."სტუდიაში ორი წელი ვმუშაობდი,პარალელურად კი ვოკალისა და გიტარის გაკვეთილებზე დავდიოდი",-გული სწყდებოდა სელენას. თუმცა ამჯერად არის უკვე შედარებით წარმატება მისი სიმღერა Round&round ბილბორდის ცხელ ასეულში მე-14 ადგილზე აღმოჩნდა,ასევე რადიო დისნეიში პირველობას არავის უთმობს,ასევე Teen choice awards 2010-ზე სელენამ 4 გამარჯვება მოიპოვა,ამათგან კი ორი მუსიკალური იყო ჯგუფ Selena Gomez & the Scene-თან ერთად.
2009 წელს ჩამოაყალიბა ჯგუფი Selena Gomez & the Scene,რომელიც შეგება შემდეგნაირად:
სელენა გომეზი-ვოკალი
ისენ რობერტსი-გიტარა,ვოკალი
ჯოი კლემენტი- ბასი და ვოკალი
გრეგ გარმენი- დასარტყამი ინსტრუმენტები
დეინ ფორესთი - კლავიშებიანი ინსტრუმენტები,ვოკალი