ხუთშაბათი, 21.11.2024, 20:50

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2011 » თებერვალი » 28 » ნიკოლ კიდმანს "ოსკარის" დაჯილდოვების ცერემონიაზე ყველაზე უგემოვნო კაბა ეცვა
15:31
ნიკოლ კიდმანს "ოსკარის" დაჯილდოვების ცერემონიაზე ყველაზე უგემოვნო კაბა ეცვა

მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლ კიდმანს "ოსკარის" დაჯილდოვების ცერემონიაზე მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი სამოდელო სახლის - "დიორის" დიზაინერის ჯონ გალიანოს კაბა ეცვა, ამ თეთრმა, აღმოსავლურ სტილში გადაწყვეტილმა სამოსმა მაინც კრიტიკა დაიმსახურა.

გარდა ამისა, 43 წლის მსახიობის მაკიაჟი კაბისთვის შეუფერებელი და ზედმეტად მსუბუქი იყო. საერთოდ, ზემოთ აწეული თმა "ოსკარის" დაჯილდოვებისთვის შეუფერებელია.

მოდის კრიტიკოსებს არც ქეით ბლანშეტის კაბა მოეწონათ. მსახიობმა არჩევანი "ჟივენშის" ბრენდის იისფერ, ყვითელი დეტალებით გაფორმებულ კაბაზე შეაჩერა. კრიტიკოსების აზრით, ბლანშეტი ამ კაბაში სასაცილოდ გამოიყურებოდა.

რაც შეეხება მიშელ უილიამსის "შანელის" კაბას, მოდის კრიტიკოსების თქმით, ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს უიღბლო შემთხვევითობამ მიშელს მკერდზე კაბა გაუხია და შემდეგ მსახიობს მისი საჩქაროდ გაკერვა მოუწია.

მელისა ლეოს "ბლუ ვალენტინოს" ბრენდის კაბა კი შესახვევ ქაღალდს წააგავდა.

რთულია ჰელენა ბონემ კარტერის ექსცენტრიკული შავი ფერის კაბის გაკრიტიკება. ის ალისას მოგაგონებდათ საოცრებათა ქვეყნიდან. დიზაინერ კოლინ ეტვუდის ეს ნამუშევარი მის წინა ვერსიებზე გაცილებით უკეთესი აღმოჩნდა. ბონემ კარტერმა დიდი ბრიტანეთის მიმართ სიყვარული ფეხზე მიმაგრებული დროშით გამოხატა.

52 წლის შერონ სტოუნმა ბონემ კარტერის მსგავსად, არჩევანი შავ ფერზე შეაჩერა. მას ასიმეტრიული, სირაქლემას ბეწვით გაწყობილი კაბა ემოსა. გარდა იმისა, რომ ვარსკვლავს ეს კაბა არ უხდებოდა, მაკიაჟიც საკმაოდ მძიმე და შეუფერებელი ჰქონდა.

თუმცა მოდის კრიტიკოსების აზრით, წელს ყველაზე უგემოვნოდ ნიკოლ კიდმანს ეცვა.

კატეგორია: ჭორები | ნანახია: 882 | დაამატა: Smileyz_xato
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]