პარასკევი, 22.11.2024, 14:09

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2010 » ნოემბერი » 5 » "Outspoken" By Fergie
19:29
"Outspoken" By Fergie

თბილისის „ბამბა რუმში“ კომპანია AVON ის ახალი სუნამოს, Outspoken პრეზენტაცია მოეწყო,
რომლის სახეც ამერიკელი მომღერალი, დიზაინერი და მსახიობი ფერჯია;
როგორც სუნამოს შემქმნელი პარფიუმერი Laurent Le Guemec აღნიშნავს, საზოგადოებისთვის Fergieს სახელით ცნობილი
ოცდათხუთმეტი წლის ქალბატონი „სექსუალური და ამავდროულად მორცხვი, ნაზი და თან ფიცხი, გაბედული, თავდაჯერებულია“.
ახალი სუნამოს სურნელიც სწორედ ამ თვისებათა ერთობლიობის ასოციაციას იწვევს და ხაზს უსვამს ძლიერი, დამოუკიდებელი, თავისუფალი ქალის იმიჯს,
რომელიც ისეთივე არასტანდარტული და სასურველია, როგორიც Fergie.
AVONისა და Fergieს თანამშრომლობის ამბავი, „ბამბა რუმში“ შეკრებილ საზოგადოებას დეტალურად საღამოს წამყვანებმა
ზურა მანჯავიძემ და თიკა ფაცაციამ მოუთხრეს... როგორც აღნიშნეს, „Outspoken By Fergie“ ს შეძენას ოცდაოთხი ოქტომბრიდან უკვე
საქართველოშიც შევძლებთ. მისი ფასი მხოლოდ 44 ლარია და 50 მილიგრამიან ფლაკონთან ერთად, საჩუქრად იგივე არომატის ტანის ლოსიონი და სპრეი მოჰყვება.
თუმცა ეს კიდევ არ არის ყველაფერი, რადგან „ორი და ოთხი სუნამოს შეკვეთისას სამ ან ექვს სუნამოს, ამავე რაოდენობის ტანის სპრეის, ლოსიონსა და ვერცხლის გულსაკიდს მიიღებთ“...
დარბაზში მოთავსებულ დიდ ეკრანზე სუნამოს სარეკლამო რგოლი და მისი გადაღებისას ჩაწერილი კადრები ტრიალებდა.
რამდენიმე წუთში, კომპანია „ეივონმა“ ექსკლუზიური პრიზები გაათამაშა.
სასაჩუქრე ნაკრების ერთ-ერთი მფლობელი დიზაინერი თეონა თავართქილაძე გახდა, თუმცა გულდაწყვეტილი სახლში არც არავინ წასულა, რადგან „Outspoken By Fergie“ სურპრიზად თითოეულ სტუმარს ერგო.
უგემრიელეს „ფურშეტის“ სუფრას სპეციალურად სუნამოს დიზაინის ფერებში შექმნილი კოქტეილი და ფლაკონის ფორმისა და გარეგნობის დიდი ტორტი ახალისებდა...


კატეგორია: ჭორები | ნანახია: 1121 | დაამატა: Smileyz_xato
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]